სახლში როცა მოამზადებთ,აღარ იყიდით მერე
დაახლოებით ასე:
1 კილო სტაფილო,სპეციალურ სახეხზე დავხეხე(იყიდება 5 ლარად,მთლად კარგი ვერ არის მაგრამ წავა რა)
მოვაყარე მარილი დაახლოებით ნახევარი სუფრის კოვზი და დავდგი 30 წუთით.
დავასხი ძმარი 50მლ.(მერე კიდევ გემოვნებით შევამატე).
ნიორი უნდა დანაყო+ცოტა მარილში,ასე ერთი თავი.
მოათავსებ სტაფილოს ზემოდან ამ ნიორს,მოაყრი ხმელ ქინძს 1 არასავსე ჩაის კოვზი+ოდნავ უცხო სუნელი+ცხარე წითელი პილპილი.
გაახურებ ტაფას, 100მლ.ზეთს დაასხავ.
ერთი თავი ხახვი დაჭერი მსხვილად და მოშუშე,მერე ამოიღე და გადაყარე
(ეს ორიგინალში კეთდება ასე,რომ ზეთს გემრიელი გემო შესძინოს

,მე უბრალოდ ხახვი დავაბლენდერე, შევწვი და არგადავყარე

)
ჰოდა პირდაპირ ნიორს დაასხი ეს ადუღებული ზეთი.
კარგათ ამოურიე,დააგემოვნე და დაამატე თუ რამე აკლია(მარილი მაგალითად)დააფარე სახურავი,შედგი მაცივარში ცოტახნით(გემო რომ გაუჯდეს).
მზად არის მშვენიერი გარნირი,სალათა,ან მწნილი როგორც გინდა ისე დაარქვი
პ.ს.ნიორს რომ მძაფრი სიმწარე მოაშორო,შუაზე გაჭერი და მწვანე გული ამოუღე

,ასე უფრო ნაზია საჭმელებში.