ბანანის ჩიზქეიქი (24-26სმ დიამეტრის გვერდებ მოსახსნელი ფორმა)
ძირისთვის:250გრ რაცშეიძლება ხრაშუნა და გემრიელი პეჩენია,
100გრ გამდნარი კარაქი,
50გრ ნუში ან თხილი(ნიგოზი)დაფქვილი.
1ს/კ რომი ან მისი ესენციის წვეთები.
სუფლე: 500გრხაჭო(საცერში გაცხრილული)
250გრ ნაღები(არაჟანიც შეიძლება მაღალ%,იოგურთიც,დასალევი რომაა სხვადასხვა ხილით, აქ:ატმის)
2ცალი მწიფე ბანანი
150გრ შაქარი,ვანილი
20გრ ჟელატინი
შოკოლადის მინანქარი:300გრ მუქი შოკოლადი,
1/2ს/კ ჟელატინი
135მლ ნაღები ან 3ს/კ არაჟანი.
მომზადება:პეჩენია დავაბლენდეროთ,ვაქციოთ ფხვნილად+თხილი+დამდნარიკარაქი +რომი(თან დათან ვაბლენდერებთ) ეს ფორმაში ჩაუშვათ და კარგად გავასწოროთ და დავტკეპნოთ!.გავაქანოთ მაცივარში 1სთით.შეუდგეთ სუფლეს.
100მლ წყალში დავალბოთ ჟელატინი.ცალკე დავსრისოთ ბანანი,ბლენდერში ხაჭო და ნახევარი დოზა საქარი ავთქვიფოთ ერთგვაროვან მასამდე.+ გათქვეფილი ნაღები შაქრის მეორე ნახევართან ერთან(აქ ეს საქარი პუდრად უნდა აქციოთ)
თუ არაჟანს უშვებით შაქარი თავიდანვე ყველა ხაჭოს ჩააყარეთ,+ ბანანი.ჩვენი კარგად დამბალი ჟელატინი ან წყლის აბაზანაზე ან ძაალიაან დაბალ ცეცხლზე გავდნოთ გავათხელოთ.(არ აგვიდუღდეს!)შეთბობაც საკმარისია და გაგრილებული გადაურიოთ ხის კოვზით ხაჭოიან მასას.დავასხათ კარგად გაციებულ ძირს.მაცივარში 3-4 საათი.
მინანქარი:ჟელატინი დავალბოთ ყავის ჭიქის რაოდენობა წყალში.
ნაღები (არაჟანი ) გავათბოთ დაბალ ცეცხლზე.არაფრით არ ადუღდეს.უბრალოდ მოცხელო გახდეს,გადმოვდგათ ცეცხლიდან და+პატარებად დატეხილი შოკოლადი და ურიოთ სანამ ერთგვაროვანი არ გახდება.ცოტა დროს მოითხოვს მაგრამ გადნება აუცილებლად არ შეგეშინდეთ.თუ გაგრილდა ისევ შეათბე ...და თან სრისე და ურიე განიწყვეთლივ.
რომ გახდება ერთგვაროვანი+ დამბალი და შემთბარი ჟელატინი.აურიოთ და მოვასხათ გაციებულ სუფლეს.მაცივარში მთელი ღამით.
შენიშვნა,ჟელათინის ავკარგიანობაში ტუ არ ხართ დარწმუნებული საერთოდ არ გააკეთო.(მე მაქვს ბევრჯერ მწარედ გამონაცადი)კარგი ჟელატინი რომ დალბება უკვე მკვრივდება.ამიტომ უნდა მერე გათბობა რომ გათხელდეს.შოკოლადის მინანქარი(განაში) კი მართლა მაგარია თუ ინსტრუქციიას ზუსტად დაიცავ.სწორი და მკვრივი და რბილი ზედაპირი,არ ტყდება დაჭრისას.(სურათზე უბრალო მინანქარი აქვს,ამითი ადრე გავაკეთე და იყო უსუპერესი!)
Yველას მოაწონებთ თავს ამ დესერტით.
შეკითხვები თუ გაჩნდება აგერ ვარ...