ტირამისუ გავაკეთე პირველად
ცოტა ზედმეტად ნაზი გამომივიდა მაგრამ გემრიელი


რეცეპტი :
შეიძლება ვინმეს ფასებიც აინტერესენ მასკარპონე გუდვილში 6 ლარი 250 გრ და პეჩენია 4 ლარამდე
3 ცალი საშუალო ზომის კვერცხი ( ოთახის ტემპერატურის)
250 გრ მასკარპონე
100 გრ შაქარი
ყავა
ალკოჰოლი
სავოიარდის 1 პაკეტი, პეჩენია
კვერცხს გააცალკევებთ
ცილისგან გააკეთებთ ბეზეს და დროებით დაივიწყებთ.
გულს და შაქარს ათქვიფავთ გათეთრებამდე შემდეგ დიდი ქვაბში გააცხელებთ წყალს და ჩადგავთ მეორე ქვაბით გოგლიმოგლს , ორთქლზე გააჩერებთ ამ მასას თან ურევთ ( შეგიძლიათ ეს გამოტოვით უბრალოდ კარგად იხსნება შაქარი და უფრო წებოვანი ხდება მასა ) სადღაც 5 წუთი ურევთ შემდეგ გადმოდგავთ და გააცივებთ .
აურევთ მასკარპონესთან ერთად და დაამატებთ ბეზეს კოვზით შეაზელთ .
ცალკე გექნებათ მომზადებული სადღაც 300 მლ წყალი და 3 ჩაის კოვზი ყავა + ცოტა ალკოჰოლი+ 1 კოვზი შაქარი ( ცხელში გაამზადებთ შემდეგ გააცივებთ )
ამოიღებთ პეჩენიებს და ამოავლებთ ამ გრილ სითხეში სწრაფად ჩაალაგებთ ერთ ფენად კონტეინერში დაასხამთ კრემს შემდეგ მეორე ფენა პეჩენია და ზემოდან კრემი .
გადააკრავთ ფოლგას ან პარკს და შედგავთ მაცივარში მთელი ღამით
This post has been edited by tuta_tuta on 29 Apr 2010, 14:46
Is not life measured by the breath we take, but by the moments that take our breath away