სანამ მოამზადებ ღვიძლი რძეში ცაალბე 3 საათით მაინც,მთელი რამით უკეთესია.
მოკლედ ღვიძლი თითის სისქეზე დაჭერი,მარილი,პილპილი მოაყარე და ფქვილში ამოავლე,ძალიან ცხარე ცეცხლზე შეწვი, 50/50-ზე კარაქი და ზეთში.მაქსიმუმ 2 წუთი თითო მხრიდან დააწითლე.
ბევრი ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერი,მოშუშე და დაასხი 300 მლ.ღვინო,წამოადუღე 5 წუთით(მარილი და პილპილი არდაგავიწყდეს),ჩაალაგე ეგ დაბრაწული ღვიძლები და 2 წუთის მერე გამორთე.შეგიძლია ოდნავ ოხრახუში მოაყარო მიტანისას სუფრაზე.გარნირად კარტოფილი ახალი მოხარშე,ნივრიანი კარაქი დაადე,ცოტა კამა მოაყარე.
ეს კი არაჟნით:
მარტივია ძალიან +სწრაფად მზადდება;
თითის სისქეზე დაჭერი ღვიძლი,მოაყარე პილპილი+მარილი და ამოავლე ფქვილში.
ძალიან გახურებულ ცხიმ დასხმულ ტაფაზე სწრაფად დააწითლე ორივე მხრიდან ეგ ღვიძლის ნაჭრები,უკეთესია კარაქი+ზეთი იხმარო ცხიმად.
ამოალაგე შემწვარი ღვიძლის ნაჭრები ტაფიდან.
დაჭერი ხახვი ნახევარ რგოლებად და იმ ცხიმში ცოტათი მოშუშე,მერე დაალაგე ზემოდან ღვიძლები და მოსხი არაჯანი,დააფარე სახურავი 10 წუთი კიდევ შუშე.
თუ არაჟანი ძალიან სქელია რძით ან ნაღებით(დაბალ პროცენტიანით)შეათხელე ცოტა.
დღეს გავსინჯე ტოლმა რარრაც ფოთლებში გახვეული(დამავიწყდა რა ერქვა

),მომეწონა ძალიან .
უტკბილესი და უზარმაზარი ზომის ტორტი ვიხილე და გავსინჯე
ვიმყოფებოდი იუბილიართან დღეს
გავიცანი კიდევ ერთი ფორუმელი ანაკი
ქეთიმ და თინა დეიდამ გასტეროტერორი ჩაგვიტარეს
დიდი მადლობა ყველაფრისთვის !
This post has been edited by rtuli on 20 May 2010, 23:55