არ ვიცი თუ მოგეწონება, მაგრამ რამდენიმე ვარიანტს მეც დავწერ, თუმცა ძალიან მძიმე დიეტური ვარიანტებია:
1.ქათმის ხორციანი ბრინჯიქათმის თეთრი ხორცი მოვხარშოთ, ამოვიღოთ ნახარში წყ=ლიდან და გადავავლოთ ჩვეულებრივი ცხელი წყალი( ცივი გაამაგრებს). დავჭრათ პატარა ნაჭრებად (კუბის ფორმის). პარალელურად დავადგათ ბრინჯი მოსახარშად, ოდნავ მარილი და ყვითელი ყვავილის მცირეოდენი ფხვნილი ან რაც გვაქვს (აკეპილად გამხმარი) დავუმატოთ მოსახარშ წყალში. ბრინჯის წყალი რომ წამოდუღდება, ჩავყაროთ უკვე გამზადებული, წვრილ ღეროებად ან კუბებად დაჭრილი სტაფილო და ვხარშოთ ბრინჯთან ერთად. თუ თქვენს გემოვნებას შეესაბამება მივამატოთ დაჭრილი ვაშლიც.
როდესაც ბრინჯი თითქმის მზად იქნება, ზემოდან დავაყაროთ მოხარშული ქათმის ხორცი. ბრინჯიანი ქვაბის თავსახური გავახვიოთ სუფრის ტილოში და ასე 3-4 წუთი გავაჩეროთ თავდახურული.
სერვირებისას თუ გსურთ მცირეოდენი აკეპილი ოხრახუში მოაყარეთ, არა მგონია წყენდეს ღვიძლს ან ნაღვლის ბუშტს.
რჩევა: ბრინჯს ნუ მიირთმევთ ძალიან ცხლად, ჯობია საკმაოდ გაცივდეს, რამდენადაც ამ დროს ხდება ორგანიზმის სპეცმექანიზმის „მოტყუება“ იმ თვალსაზრისით, რომ ნაკლები ინსულინი გამოიყოფა ამ დროს და ეს დიეტას ხელს უწყობს.
2.ხორციანი კარტოფილი ხაჭოთიძროხის უქონო ხორცი მოვხარშოთ და როგორც ზედა რეცეპტში წერია, ასევე გადავავლოთ ცხელი წყალი. დავჭრათ თხელ ფართო ნაჭრებად. პარალელურად უნდა გვქონდეს კარტოფილიც დადგმული მოსახარშად, ოღონდ არა ხორცის ერთად - ცალკე უნდა მოვხარშოთ. ამოვალაგოთ მოხარშული კარტოფილები და გავარჩიოთ კანისგან. გავჭრათ შუაზე, დავალაგოთ გრძელ თეფშზე და ზემოდან გადავაფაროთ ხორცის თხელი ნაჭრები.
გარნირად კი ხაჭოსგან დამზადებული კრემი: ახალი ხაჭოს თუ სურვილი გვაქვს 1 ს/კ უცხიმო და არამჟავე მაწონი მივამატოთ და კარგად ავურიოთ. მივამატოთ წვრილად აკეპილი პიტნა, ოხრახუში, ქინძი ( ან სხვა მწვანილეული რომელიც გიყვართ კიდევ და დაშვებულია მაგ დიეტისათვის), ოდნავ მარილი, წითელი ბულგარული წიწაკის ფხვნილი ცოტა და კიდევ კარგად ავურიოთ ერთმანეთს.
3.ფენოვანი ღვეზელი ფრინველის ხორცით და კარტოფილითქათმის ან ინდაურის თეთრი ხორცი მოვხარშოთ, გავრეცხოთ ცხელ წყალში და გავატაროთ საკეპ მანქანაში. მივამატოთ მარილი, ბულგარული წიწაკა (ტკბილი) წვრილად დავჭრათ და ავურიოთ ამ მასაში. ჩავამატოთ ცოტაოდენი აკეპილი ოხრახუში და ქინძი. მოხარშული კარტოფილი საჭყლ-ეტით 'დავაპიურიროთ' და ესეც მივამატოთ.
ფენოვანი ცომი შესაბამის გაზგურის საცხობელ ფორმაზე გავაბრტყელოთ და მოვაყაროთ ეს ზემოთხსენებული ნარევი, ზემოდან კი ფენოვანი ცომის მეორე ფენა დავაფაროთ, გვერდები მოვუკრათ. შევდგათ ღუმელში და გამოვაცხოთ.
ფენოვანი ცომი წესით მაქაც უნდა იყიდებოდეს , თან დიეტური, კვერცხის და ცხიმის გარეშე. თუ არა, მაშინ უკვერცხო , წყალზე მომზადებული ღვეზელის აფუებულ ცომში გამოვაცხოთ, როგორც ჩვეულებრივი კარტოფილიანი ღვეზელები,ოღონდ არა ზეთიან ტაფაში, არამედ პურივით გამოვაცხოთ გაზქურაში ან ღუმელში.
4.დესერტებია) ვაშლის პიურე, ოღონდ არა ცოცხლად, არამედ მოხარშული>>> გათლილი და ნაჭრებად დაჭრილი ვაშლები ჩავყაროთ ქვაბში, ოდნავ შაქარი მივამატოთ ( თუ შაქარზეც დიეტაა, მაშინ დიაბეტიანების „შაქარი“), დავასხათ იმდენი ადუღებული წყალი, რომ ოდნავ ნაკლები იყოს ვაშლის მასაზე. ვხარშოთ და ბოლოს დავაპიურიროთ საჭყ-ლეტით. მივუმატოთ „ციმტი“ (არ ვიცი ქართულად რა ქვია, იქნება დარიჩინი იყოს, არ ვიცი სამწუხაროდ, Zimt) , გადმოვიღოთ ფართო ჭიქებში, ზემოდან მოვაყაროთ აკეპილი პიტნა სურვილის მიხედვით.
ბ) ტკბილი მარწყვი ან ჟოლო ( ან ორივე ერთად, ოღონდ ტკბილი უნდა იყოს) გავრეცხოთ, მარწყვი გავანახევროთ და ჩავყაროთ ჟოლოსთან ერთად ( თუ ორივეს ვიყენებთ) ქვაბში. ოდნავ შაქარი მოვაფრქვიოთ და ავურიოთ. დავადგათ დაბალ ცეცხლზე, ცხადია მანამდე ცოტათი წყალიც უნდა ჩავამატოთ . რომ წამოდუღდება, ჩავაყაროთ თეთრი შოკოლადი, რომელიც მანამდე უნდა დავხეხოთ სახეხზე. თან ვურიოთ სანამ შოკოლადი დადნება. შემდეგ კი გადმოვიღოთ ფართო ჭიქებში, ასევე პიტნით მოვრთოთ და მზად არის სერვირებისთვის.
თუ მარწყვი რატომღაც პრობლემაა თქვენი დიეტისათვის, მხოლოდ ჟოლო გამოიყენეთ ან რომელიმე სხვა დასაშვები ხილი, მაგალითად ატამი.
პ.ს. შოკოლადი ცხადია დადნება, მაგრამ ცოტა ნატეხები მაინც რჩება და სწორედ ეს აძლევს ძალიან თავისებურ გემოვნებას.
პ.ს.ს. იქნებ მოგეწონოს ეს რეცეპტები, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც ახალი ვარიანტები გექნება და თავადაც მიუმატებ შენი ფანტაზიით რაც გსურს. მე კიდევ დავწერ შემდეგში, გამახსენდება კიდევ
This post has been edited by CZ88 on 9 May 2010, 04:51