fail!
დღეს გადავწყვიტე მთელი დღეს სამზარეულოში მეტრიალა... დავსახე გეგმა, მოვიტანე პროდუქტები და შევუდექი ჩემ წარმოსახვაში არსებული ტკბილეულის რეალობად ქცევას.
უნდა მომემზადებინა: ტარ-ტატენი და პეპის რეცეპტით ნამცხვარი შოკმანჟეთი, ჟელატინითა და მარწყვით... ნუ, ძაან ამბიციური ვარ

და ძირის ე.წ ''ლელანგოებით'' მომზადება ვიუკადრისე

გადავწყვიტე საკუთარი ხელით გამომეცხო ფუმფულა ბისკვიტი... დიახ, ფუმფულა
სწრაფად, რომ გამეკეთებინა ეს ყველაფერი, დავიწყე, ორივე მათგანის პარალელურ რეჟიმში კეთება.
დავჭერი ვაშლი, დაყარე ტაფაზე დაუნანებლად ნახევარი კილო შაქარი, მოვუდე გვერდით დიდი მარგარინის ნაჭრები, დავაფინე ვაშლები და შევდგი ქურაზე.
ამასობაში მივუტრიალდი შოკმანჟეს... ეს ერთადერთი რამეა, რაც ყოველთვის კარგი გამომდის
ხოდა სანამ ეს უკანსკნელი ვთქვიფე, ვადნე, ვურიე და ვაზავე გამოხდა ჟამი.

დაიწვა ჩემი ვაშლი უბედურათ... ზემოდან ცხიმი ტივტივებდა, ქვემოდან მაზუთის მსგავსი ნივთიერება იწელებოდა... მაგრამ ვერც ამის ხილვამ და ვერც ტაფაში კარამელით საგულდაგულოდ ჩაჭედილ კოვზთან ჭიდილმა ვერ წამიხდინა ხასიათი.
გადავწყვიტე ტარ-ტატენის ცომი მაინც გამომეყენებინა. გავაბრტყელე, დავფქვილე, დავაფინე თუნუქის ფურცელზე. შემდეგ შევდგი, შევდგი, შევდგი და მივივიწყე. ნუ, ამის დაწვა-დანახშირების შესახებ უკვე რამის აირწინაღებით შემოცვენილმა ოჯახის წევრებმა მამცნეს

რაც შეეხება ფუმფულა ბისკვიტს, ეს არ დამწვია, მაგრამ წამში 18 ჯერ ვაღებდი ღუმელის კარს, გამოცხვა-არგამოცხვა იმედით და გამოვიდა ერთი დაბალი, უფორმო ორცხობილა...
გადავწყვიტე მისი გაგემრიელება და გავაკეთე სიროფი, ჩავასხი კონიაკი, ჩავალბე ბისკვიტისნაირი და... საყვარლად ჩაცომდა
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო დამრჩა გარეცხილ-დასუფთავებული მარწყვი, გემრიელი შოკ-მანჟე, ანგრეული სამზარეული, მომწამვლელი ჰაერი და ბლომად დასარეცხი ჭურჭელი...
ესეთი კრეტინობა არასდროს არ დამმართნია. მაგრად შემრცხვა . ისეთი სასოწარკვეთილი ვარ არასდროს აღარაფერს აღარ მოვკიდებ ხელს...

ეს ბოლო გაკარება იყოს სამზარეულოსთან.