#16393881 · 10 Nov 2009, 02:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ ვეთანხმები პოსტს ქართული სუფრის გაკრიტიკების შესახებ....
ეს ჩვენი ტრადიციაა, რომლითაც ვამაყობთ.
რაც შეეხება ე.წ. ირაკლისეულ სადღეგრძელოებს,
მოკლედ ასეთ სადღეგრძელოს ვიტყვი:
გლეხი მიდიოდა ქუჩაში, 2 უბრალო ცხენი ყავდა შებმული ოთხღვალაში. ამ დროს, წამოეწია ბატონი, რომელსაც 2 არაბული ბედაური ჰყავდა კარეტაში შებმული, ბატონმა გლეხს დამცინავად გადახედა და უთხრა, მოდი გავაჭენოთ ცხენები და ვნახოთ სოფელში ვინ მიასწრებსო.
მიასწრო გლეხმა. გაუკვირდა ბატონს, როგორ! ჩემს არაბულ ბედაურებს შენმა ჯაგლაგებმა როგორ აჯობესო?! გლეხმა კი უპასუხა, ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩემი ცხენები ერთი დედის ნაშობები არიან და როცა აღმართში ერთს უჭირდა, მეორემ აიღო მთელი სიმძიმე კისერზე, ხოლო როცა ამას გაუჭირდა პირველი დაეხმარაო.
მოდი ჩემო მეგობრებო, ამ ჭიქით დედმამიშვილური სიყვარული დავლოცოთ, ...
და ასე შემდეგ...
|