მხოლოდ კანის მოვლა ცოტაა ....
მეცნიერებში ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ არსებობს ბოსტნეული, რომელსაც წარმატებით შეუძლია შეცვალოს ქალებისათვის კრემები და დასახდომი აბები. ეს არის გოგრა. მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების წყალობით გოგრა დადებითად მოქმედებს არა მარტო კანზე, არამედ მთლიანად ორგანიზმზე. გოგრა შეიცავს ვიტამინ A -ს, რომელიც ინარჩუნებს კანის ბუნებრივ pH ბალანსს, აჩქარებს უჯრედების რეგენერაციას და ამით ხელს უშლის მის სიმშრალესა და აქერცვლას. ამას გარდა, მასში ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა, რომლებიც ხელს უშლიან მზის სხივების ზემოქმედებას და ასწორებენ ნაოჭებს. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ასევე რკინას, В და Е ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას და მინერალურ მარილებს. ისინი შესანიშნავად უმკლავდებიან უძილობას, ანემიასა და დიაბეტს.
მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ახლახანს აღმოაჩინეს კომპონენტები, რომლებიც ხელს უწყობენ გახდომას. აღმოჩენა ეკუთვნით მეცნიერებს სეულიდან, მათ გამოყვეს გოგრიდან წყალში ხსნადი ნივთიერება (PG105), რომელიც ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას ორგანიზმში და ხელს უწყობს უკვე დაგროვილი ცხიმის დაშლას.
ნივთიერება გამოსცადეს ლაბორატორიულ ვირთხებზე. მათ რამდენიმე თვის განმავლობაში აძლევდნენ ნივთიერებას წყალთან ერთად, რისი მეშვეობითაც დაკარგეს 18%-ით მეტი ცხიმი, ვიდრე იმ ვირთხებმა, რომლებიც ჩვეულებრივ დისტილირებულ წყალს სვამდნენ. ამასთან, ცხოველების ორივე ჯგუფი აბსოლუტურად ერთნაირად იკვებებოდა.
თუ შემდგომში მეცნიერები შეძლებენ შექმნან პრეპარატი ადამიანებისათვის ამავე ნივთიერებისაგან, ტკბილეულის მოყვარულებს ნუგბარზე უარის თქმა აღარ მოუწევთ.
წყარო
http://janmrtelobainfo.ge/index.php?cmd=sh...t_show_info=102 და
ტიბეტური რძის სოკო გარეგნულად ჰგავს ბრინჯს, აქვს მოყვითალო-მოთეთრო ფერი, მისი დიამეტრი თავდაპირველად 4-6 მმ-ია, მწიფე სტადიაში კი აღწევს 40-50 მმ და გარეგნულად ემსგავსება ყვავილოვან კომბოსტოს. ტიბეტურ სოკოს ასევე უწოდებენ "კეფირის სოკოს", "ინდოელი იოგების სოკოს", "რძის სოკოს", "ალაჰის მარცვლებს" და სხვა.
ტიბეტური სოკო შეიცავს რძემჟავა ბაქტერიებს, რძის მჟავას, ნახშირმჟავა გაზს, სპირტს, ვიტამინებს, ცილებს, ცხიმებს, ანტიბიოტიკებს და სხვა ნივთიერებებს. ტიბეტურ სოკოს აქვს დიეტური და სამკურნალო თვისებები.
სამკურნალო თვისებებიდან აღსანიშნავია:
-იმუნური სისიტემის გააქტიურება და ორგანიზმის ტონუსის მომატება;
-ნივთიერებათა ცვლის (მათ შორის ნახშირწყლოვანი ცვლის) ნორმალიზება;
-გულ-სისხლძარღვთა დაავადების მიმდინარეობის შემსუბუქება (აქვს ჰიპერტენზიის დროს სამკურნალო ეფექტი);
-აქვს ჭრილობების შემახორცებელი თვისებები;
-ახდენს ნაწლაური მიკლოფლორის ნორმალიზებას;
-ამსუბუქებს და კურნავს ალერგიულ დაავადებებს (ბავშვებშიც);
-აქვს ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები;
-ორგანიზმიდან გამოაქვს შლაკები;
-აქვს ნაღვლმდენი და სპაზმლიტიკური თვისებები;
-აქვს კეთილთვისებიანი სიმსივნეების (მიომა, პოლიპები, პროსტატის ადენომა დასხვა) დამშლელი თვისებები;
-ამაღლებს სექსუალურ აქტიურიობას;
-ხელს უწყობს ორგანიზმის გაახალგაზრდავებას;
-აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდას;
-დიებეტის დროს დაბლა წევს სისხლში გლუკოზის დონეს (არ იხმარება ინსულინთა კომბინაციაში);
-აუმჯობესებს მახსოვრობის უნარს და ახდენს ყურადრების კონცენტრაციას.
.............................
http://www.mkurnali.ge/index.php?option=co...5176&Itemid=220 ;
http://www.wellness-drinks.de/html/kefir_m...senswertes.html ;
http://www.tibgrib.ru/3.php ;
კეფირი ნახევარი საათით უნდა გაიჩეროთ სახეზე და ამ ნახევარი საათის განმავლობაში გაშრება წაისმევვ, გაშრება წაისმევ და ასე სულ სამჯერ.
მამაკაცი ქალის თანასწორია.
ეკვატორზე მყოფი ადამიანის სიმაღლე ჩრდ. პოლუსზე მყოფისთვის სიგანეა.