volli35როზმარინი ვიყიდე იმ სუნელების კაცთან
ალბათ შენ რომ იცი ცოლ-ქმარი იმათაც ექნებათ
რაღაც წიწვოვანი და საინტერესო გემო აქვს, დამაინტრიგებელი
ნამეტნავად უხდება კარტოფილს და ხორცს, ნამცხვარში პირველად ვნახე
იტალიური ღვეზელი ვაშლით და როზმარინით4 კვერცხი, 400 გრამამდე შაქარი (გემოვნებით) 180 გრამი ზეთი, 500 გ მაწონი (ნატურალური იოგურტი), 600 გრამი ფქვილი, 6-7 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი.
კვერცხი-შაქარი კარგად ითქვიფება+ზეთი+მაწონი+ფქვილი/გამაფხვიერებელი, სქელი ცომი გამოდის, ფორმაში ისხმება და კოვზით უნდა მოსწორება.
ემატება 3-4 ცალი კუბიკებად დაჭრილი ვაშლი+როზმარინი, მე ხმელი მქონდა 3/4 ს/კ
ნედლი ტოტები უნდა იდეაში
180 გრადუსი დაახლ 60 წუთი. ჯერ კარგად ამოვიდეს, ცოტა მოიბრაწოს და დაუწიე 160 მდე, გამოშუშდეს
vikoმადლობა,

ხალხი აქ ისეთ მაგრობებს დებს...მეც შემოვეტენე
მართლა ძალიან საინტერესო შეხამებაა ვაშლი და როზმარინი, ყველას ვურჩევ
ჩემი გემოვნებისთვის რაღაც ახალი იყო...
This post has been edited by forum girl on 10 Jul 2010, 21:13