მოკლედ, წკაპოს აჩრდილი მუდამ თავს დაგტრიალებთ.
iaiameriჯერ არ ვიცი, მანდ წასასვლელი დრო როდის და როგორ მექნება. შენ შემოგვიერთდი თბილისის ზღვაზე.
და ამდენი ოფის მერე ჟანდარმერიამ სრულიად დამსახურებულად რომ არ მიმაკონდახოს და კუთხეში არ მიმჩექმოს.

ჩემს ამ საღამოინდელ ნაცოდვილარსაც მოგიყვებით. ზღვიდან დაბრუნებულ-გაგრილებული საღამოს ხილეულს მივეძალე - საზამთრო, ატამი, გურული ვაშლი, მსხალი და ბოლოს ჭყინტი სიმინდის მოხარშვა გადავწყვიტე, ეს კი ჩემთვის რამდენად კომიკურიო პროცესია, სტაჟიან კულინარებს შარშანდელიდან ემახსოვრებათ, როცა გაზზე, ჩვეულებრივ ქვაბში სიმინდის შეწვის უნიკალურ მეთოდს მივაგენი.

ამჯერადაც, როგორც მაშინ დაწერა ვუმენა დედა-მოდერმა, ჩავიკარგე ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეში და სულ მიმავიწყდა გაზი.

ეტყობა, ადუღებული წყალი გადმოვიდა და გაზი ჩამიქრო, მე კი იქაურობა მაშინ გამახსენდა, როცა გაზის სუნმა შემაწუხა... კიდევ კარგია, ზაფხულია და კარ-ფანჯარა ღია მაქვს, თორემ იქნებ ახლა გაგუდულიც ვყოფილაყი ოთახში, თქვენ კი -პანაშვიდზე ყვავილებით ხელში.
მაგრამ რაკიღა გადავრჩი, ყველაფერი ჰეფი-ენდით დამთავრდა - გემრიელად გეახელით სიმინდს.
პ.ს. არა რა - მთლად ცოლი, მეუღლე და თანამეცხედრე თუ არა, ერთი მწყემსი ან, მინიმუმ, მზარეული მაინც მინდა სახლში, სამზარეულოში რომ არ შემიშვას, თორემ ერთ დღესაც ფატალურად დავამთავრებ იქ საქმიანობას.
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".