forum girlBadbadGirl
მარტივი და სწრაფი რეცეპტია:
მშრალი საფუარი 1ს.კ.+0,5 ჩ.ჭ.თბილი წყალი წყალი+1 ს.კ. შაქარი, დავდგი საფუვრის გასაღვიძებლად....
ამ დროს ფქვილი ასე 500-700 გრ. გავცერი+1 ჩ.კ. სოდა გაურიე...
გაყინული მარგარინი ასე 100გრ. გავხეხე...
მაწონი დავიდგი გვერდით....
ჩავყარე ფქვილში მარგარინი ამოურიე,გამოვა კროშკასავით,დავასხი საფუარი და ცოტა მაწონი ხელით,ზარმაცულად ამოურიე(უნდა გამოვიდეს რბილი,ოდნავ ხელზე გეკრობოდეს მასა).
მაგიდაზე მოვათავსე ფქვილი და ზედ გადმოვიტანე ცომი,გავყავი რამოდენიმე გუნდათ და დავასვენე 5 წუტის განმავლობაში.
ჩაუდე ყველი,მოვუკარი პირი,დავასვენე კიდე 5 წუთი და გამოვაცხე,ცხიმ მოსმულ ტაფაზე,დაბალ ცეცხლზე...