Ctrltikunia-teikovolli35sofia_badrtuliგემრიელია
მაცივართან წრეებს ვარტყამ. მაგრამ ცდუნებას არ ვყვები

ხო ტარტომანია მართლაც შემეყარა
ძალიან ბევრი მაწვალა ტარტის კორჟმა, ზოგი მეფშვნებოდა, ზოგი მაგარი იყო
ხოდა ბევრი ვიქექე ნეტში და რაღაც საუკეთესოს მივაგენი
მე ძალიან მომეწონა ეს ცომი, რბილია ელასტიური, არც ტყდება და გემრიელია
27სმ ფორმისთვის
250 გ ფქვილი,1 ჩ/კ გამაფხვ, (ეს შეგიძლიათ ამოიღოთ) მწიკვი მარილი
3 ს/კ შაქარი (პუდრად ქცეული ჯობს)
65 გ კარაქი
75 გ ზეთი, ორიგინალში ნუშის, მე ჩვეულებრივი ავიღე
1,5 ს/კ არაჟანი, ან რამე ქრიმ ჩიზი
2,5 ს/კ ცივი რძე
ჩავყაროთ 250 გ ფქვილი, მწიკვი მარილი, 1ჩ/კ გამაფხ. 3 ს/კ შაქარი (პუდრა) პროცესორში ან მიქსერში და ერთი დავატრიალოთ
ფქვილში ჩავაგდოთ 65 გ გახეხილი ცივი კარაქი და 1,5 ს/კ ცივი არაჟანი, ცოტა მოვურიოთ რომ შეერიოს
მსუბუქად გავთქვიფოთ 2,5 ს/კ ცივი რძე და 75 გ ზეთი, ჩავუშვათ ფქვილიან მასაში
ცომის ხლოპიები დავაგუნდაოთ და პირდაპირ ჩავდოთ ფორმაში, (ჩემი ტეფლონისაა და კარაქის მოსმა არ უნდა) მოვასწოროთ, ამოვუყვანოთ გვერდები და შევდგათ მაცივარში რაც მეტი ხნით უკეთესია. მე ღამე დავტოვე. ნუ 1 საათი მაინც
ცხვება 180 გრადუსზე, 15 წუთი სიმძიმით, 10 წუთი ისე
ამაზე მეტ ხანს არ გააჩეროთ, გამოშრება
ლამაზ ფერს იღებს, ფხვიერიცაა
This post has been edited by forum girl on 19 Aug 2010, 16:20