ცხელ-ცხელი
ფელაფელი(ჩემი რეცეპტიც აქვე: ვაბლენდერებ 2 თავ ხახვს, 3 კბილ ნიორს, და წინა დღით ჩალბობილ და გადაწურულ მუხუდოს, 400 გრ.
ვამატებ წვრილად დაჭრილ ოხრახუშს და ქინძს. მარილს, წითელ წიწაკას, ცოტა შავ პილპილს, 1/2 ჩ.კ. დარიჩინს, 1/2 ჩ.კ. ძირას და ვურევ კარგად.
მერე ვამატებ ნახვარ კოვზ სოდას, 2 კოვზ მშრალ საფუარს, და 2 კოვზ ფქვილს, ცოტა წყალს, კარგად ავურევ და ვაჩერებ საათნახევარი. მერე ვწვავ წესისამებრ, საფანელში ამოვლებული, ღრმა ტაფაში. ამჯერა სიმინდის ფქვილში ამოვავლე.)
Za'atar Bread
Tabule Salad
* * *
ჰუმუსი (არაბ. ჰუმმუს) ჩაროზი, რომელიც მომზადებულია დაფქული ცერცვ-მუხუდოსაგან, რომლის შემადგენლობაში ჩვეულებრივ შეიძლება შედიოდეს ზეითუნის ზეთი, ნიორი, ლიმონის წვენი, ტკბილი წიწაკა (პაპრიკა), კუნჯუტის პასტა (ტაჰინი). არაბულ ენაზე და ივრითზე ჰუმუსი აღნიშნავს როგორც ცერცვ-მუხუდოს, ასევე მისგან მომზადებულ დესერტს.
ჰუმუსი განსაკუთრებით პოპულარულია ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ისრაელი, იორდანია, ლიბანი, სირია, თურქეთი, კვიპროსი. ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი ფართოდ გავრცელების შემდეგ ხელი შეეწყო ამ პროდუქტის პოპულარიზაციას. სუფრაზე შემოაქვთ ცივ დესერტად ან სოუსად. აღმოსავლეთში ტრადიციულად ხმარობენ ლავაშით, ხოლო სხვა რეგიონებში სიმინდის ჩიპსებთან ერთად, ან პურთან და ასე შემდეგ.
ჰუმუსი მზადდება მოხარშული და დაფქული ცერცვ-მუხუდოსაგან, რომელსაც ხელით ამუშავებენ, ან კიდევ ბლენდერის მეშვეობით ფაფისებურად აქცევენ. უმატებენ ზეითუნის ზეთს, ლიმნის წვენს, კუნჯუტის პასტას, საკმაზად იყენებენ ნიორს, მარილს, ოხრახუშს, ხახვს, ძირას, ზა'თარს (ქონდარი) და ცხარე წიწაკას, რაც შეიძლება დაემატოს გემოვნებით.
გამომდინარე იქიდან, თუ რა პროდუქტი ემატება ჰუმუსს, იმისდა მიხედვით შეიძლება მიიღოს სხვადასხვა არომატი, ჰუმუსის ყველაზე პოპულარულ დანამატებად ითვლება შემწვარი წითელი წიწაკა, ნიორი, შემწვარი ხახვი, შემწვარი პომიდორი, ფიჭვის კაკალი, გოგრის პიურე, ყველი "ფეტა" და კაკაო.