Johnnie Walkerკუსკუსი მომზადების რამდენიმე ხეხრი არსებობს...
არაბული კერძებისთვის პირველ რიგში ხმელი სანელებია საჭირო,რითაც გამოირჩევა არაბული კერძები...
გარდა სანელებისა,მე ქართულ კუხნასთან საერთოს და მსგავსებას ნაკლებად ვხედავ,ნუ ეგ პირად შეხედულებაზეც არის და არ ვკამათობ.
ერთ ჯიქა კუსკუსზე ერთი ჭიქა ბულიონი(ქათმის,ან ძროხის,ან ბოსტნეულის).მე ქათმის ბულიონს ვარჩევ....

აადუღებ ბულიონს,დაუმატებ ორ კოვზს კარაქს,..
მოშუშავ წვრილად(ძალიან წვრილად) დაჭრილ ერთ ხახვს,ერთ კბილ ნიორს კარაქში,დაუმატე სამი კოვზი ზთისხილის ზეთიც..
დაუმატებ ,შავ პილპის,მარილს,ყვითელი ზაფრანა,Saffron,cinnamon,cumin,ginger, paprika,(თუ იშოვით საქართველოში)ერთი კოვზი შაქარი ან ერთი კოვზი თაფლი, ნახევარი ჭიქა თეთი ყურძნის ქიშმიში(ამას ყველაზე ბოლოს.ეს გემოვნებაზეა რა თქმა უნდა). და ჩაუშვებ მდუღარე ბულიონში.
მზად გექნება დიდ თასში კუსკუსი(bowl _მგონი ასე ჰქვია,უმჯობესია მინის. )და დაასხავ ამ ცხელ ბულიონს.
დახურავ კარგად 5 წუთი,ხუთი წუთის მერე მოხდი თავზე და,რომ არ მოხდეს შეწებება ორი ჩანგლით კარგად ზემოდან ქვემოთ ამოურევ,რომ განიავდესავით.არ მოურევ,რომ ქაშასავით არ გამოვიდეს...
ან შეგიძლია მდუღარე ბულიონსი ჩაუშვა კუსკუსი და დააფარო თავზე სახურავი,ასეთი ხერხიც არსებობს და მერე თასში გადმოიტან 5 წუთის მერე და იგივე პროცედურას გააკეთებ,რომ არ მოხდეს ჩახარშვა კუსკუსის,რაც ზემოთ დავწერე...
მაროკოში კუსკუსისთვსი არის სპეციალური ორთქლის ქვაბი,სადაც ქვემოთ ხორცი იხარშება და მის ორთქლზე კი კუსკუსი,თუ გაინტერესებს ამასაც დაგიწერთ.
მაგრამ ეს არის კუსკსუი ყოველგვარი სანელების გარეშე.
ეხლა რა შეგიძლია მიირთვა მასთან ერთად.
მე დაგიწერთ ორ რეცეპტს და ვფიქრობ,რომ მოგეწონებათ.
აიღებთ ერთ ქათამს გაასუფტაცებთ,ფეხებს შეუკრავთ,რომ არ გადაიწელოს.
აიღებთ ერთ 100 გრამ brown mostarda_ს დაუმატებთ 5 დიდ კოვზს ზეთისხილის ზეთს,ერთ კოვზს შავ პილპილს,მარილს, ორი ჩაის კოვზი ხმელ რიგანს(მე მაღაზიაში ვყიდულობ ხოლმე ბერძნულ რიგანს) ,ერთი ლიმონის (გაწურულ )წვენს,და ერთ კოვზს paprika_ს,წვრილად დაჭრილი ცოცხალი ქაონდარი ორი კოვზი დაახლოებით _ამ ყველაფერს კარგად გაუკეთებთ მიქს და ქათამს დაამარინებთ სამი საათით, მაცივარში გააჩეროთ აჯობებს(ნაკლები დროც შეგიძლიათ,რომ გააკეთოთ).
მერე შედგავთ გაზის ღუმელში დაახლოებით საათნახევარი. ღუმელსი ტემპერატურა არ ვიცი საქართველოსთვის როგორ დავწერო,

აქ სხვა განზომილება გვაქვს,ეს თქვენ,ხომ იცით....
ყოველ 20 წუთში გამოაღებ ღუმელის კარებს(ფრთხილად რა თქმა უნდა და წვენს,რომელსაც უშვებს ქათამი კოვზით მოასხავ ზემოდან,რომ არ გამოშრეს.)
ბოლოს მიიღებთ ძალიან კარგ ქათამს თქვენი კუსკუსისთვის.
ეხლა არაბული ,ანუ მაროკული ცხვრის ხორცის კერძი.
მე ძალიან უბრალოდ ვაკეთებ.
ნახევარი ჭიქა ზეთისხილის ზეთი,ერთი დაჭრილი ხახვი,სამი კბილი ნიორი(ნუ გემოვნებითაც შეგიძლიათ) დაუმატებ შავ პილპის,მარილს,Saffron,cumin,ginger, paprika,ყვითელ ზაფრანას,ნახევრ ჭიქა ცოცხალ პამიდოს გატარებულს,ერთ კონა ცოცხალ ოხრახუშს,ცოცხალი ლიმონის წვენს და გააჩერებ ქვაბში რამდენიმე წუთი...(10_15)
დაუმატებ ნახევრ ჭიქა წყალს და შემოდგავთ ცეცხლზე..,45 წუთის მერე ამოიღებთ ხორცს და შედგავთ გაზის ცხელ ღუმელში 20 წუთით...
ხოლო ქვაბში დარჩენილ ხორცის სოუზს დაუმატებთ მწვანე ზეთისხილს დაახლოებით 20_25ც. და გადმოადუღებთ...
ღუმელიდან გამოღებულ ხორცს გადაასხავთ ზეთისხილიან სოუზს და გარშემო ლამაზად გარნირად დაუმატებთ კუსკუს....
თუ რამე გაუგებრად დავწერე ხვალ,რომ შემოვალ,ვპიქრობ,რომ მეცლება და დაგიზუსტებთ...
ვფიქრობ,რომ მოგეწონებათ...