ესეიგი ეკლერები მაყურებელთა თხოვნით

ეკლერი (იგივე შუ)
1 ჭიქა (250 გრ) წყალი + 100 გრ კარაქი (მარგარინი) + 0.5 ჩ.კ. მარილი
ეს ყველაფერი უნდა მაღალ ცეცხლზე ადუღდეს ერთად ცხიმის ბოლომდე გადნობამდე ....
და ამას ემატება ზუსტად იმავე ზომის ჭიქა ფქვილი ცეცხლზევე (ოღონდ უკვე დაბალზე) და კარგად მოურევთ ხის კოვზით ....
ისე რომ დაგინდავდეს სავით ცომი (ანუ შეიკრას საკაიფოდ)
გადმოდგავთ და სათითაოდ ჩაათქვეფავთ მიქსერით 5-6 (სიდიდის მიხედვით) კვერცხს ....
ნუუუუუუუ ცომი უნდა იყოს ისეთი სისქის რომ ტაფაზე დადებისას ფორმა შეინარჩუნოს ... მაგრამ მაგარი არ უნდა იყოს
ეხლა როგორ ვაძლევ ბოლო პერიოდია ეკლერის ფორმას:
ვიღებ ერთჯერად პარკს (დღეს ფაილი გამოვიყენე და მოვიხიბლე)
ვდებ ცომს პარკში და ვაჭრი წვერს პატარაზე ....
შემდეგ ვუშვებ ტაფაზე (არაფერი არ უნდა წაუსვათ ტაფას ამ დროს) გრძელ ფორმებს .... სიგრძე სიგანეს თავად განსაზღვრავთ
ვდგავ ტაფას ღუმელში მაღალ ცეცხლზე (190-200 გრ) 35 წუთით ..... ეკლერები_შუები უნდა იყოს გაფუებულ-გარედან შებრაწულები
შემდეგ ვუწევ ცეცხლს 160 გრადუსამდე და ისევ ვტოვებ ღუმელში 15 წუთით
ცხობის პერიოდში ღუმელის კარების გამოღება სასტიკად იკრძალება ...
ბოლო 15 წუთიც რომ გავა გამორთავთ ცეცხლს .... გამოაღებთ ოდნავ კარებს და დატოვებთ შესაგრილებლად ღუმელში ასე 15-20 წუთით
ეს აუცილებელი პირობაა იმისათვის რომ არ ჩაიფუშოს ეკლერები თუ დააკლდა ოდნავ ცხობა ან რამე ესეთი რა ...
ანუ ეს პუნქტი არ განიხილება .... ეგრეა და ვსიოოოოო
ნუ დანარჩენს თვითონ მიხვდებით ... ანუ კრემის ჩადება მომინანქრებას
თუ არადა ველი კითხვებს