mzi ეს რეცეპტი მეც აქ მოვიპოვე. N_j ს ცნობილი რულეტია

4 კვერცხი,
125 გრ შაქარი
80 გრ ფქვილი
1 ჩკ გამაფხვიერებელი.
500 გრ ნაღები
4 სუფ. კოვზი შაქრის ფხვნილი.
კვერცხის ცილა გავთქვიფოთ 2 სუფ. კოვზ თბილ წყალთან ერთად, ჩავამატოტ გულები შემდეგ დანარჩენი ყველაფერი. 180 გრადუსზე 10 წუთით გამოვაცხოთ.
გამომცხვარი ბისკვიტი უნდა გადაახვიო ტილოში, საჩქაროდ რომ ასეთი ფორმა მიიღოს.
ნაღები გათქვიფე და შეურიე შაქრის პუდრა.
მარწყვები კი მე დავამატე. გლაზურში ამოვავლე.
გლაზური კი ვიყიდე

მაგრამ სახლში შეგიძლია ჩვეუელბრივი შოკოლადი დაადნო, შეურიო რძე და კარაგი ცოტა. სულ ეგ არის.