დონატები შოკოლადის გულსართით.
4კვერცხი
50 გრ კარაქი (გამდნარი)
500 გრ შაქარი ( თუ ტკბილი არ გიყვართ შეგიძლიათ რაოდენობა შეამციროთ ან მხოლოდ შოკოლადის ხარჯზე დაატკბოთ)
ცომისთვის:
270 მლ ნელ-თბილი რძე
2 ჩ/კ საფუარი
500 გრ ფქვილი (+ - 50 გრ კვერცხის ზომაზეა დამოკიდებული) ( ისე რომ ცომი იყოს ფაფუკი)
ზეთი შესაწვავად
გულსართისთვის:
ერთი ქილა მოხარშული შედედებული რძე
100 გრამი შავი შოკოლადი
ვანილი
ცომის მომზადება:
20 მლ თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და გავაჩეროთ.,,, კვეცხის გულები და კარაქი გავთქვიფოთ კარგად...დავამატოთ შაქარი, 250 მლ რძე და რძეში გახსნილი საფუარი, მიგებულ მასას ნელ-ნელა დავაცრათ ფქვილი და მოვზილოთ ნაზი(ფაფუკი) ცომი.. უკვე მოზელილ ცომს გადავაკრატ ცხიმწასმული საკონდიტრო ცელოფანი ,დავდგათ სითბოში და ვაცალოთ გაფუება როდესაც ცომი გაორმაგდება გადმოვიღოთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე .., გავშალოთ 2სმ სისქეზე და ამოვჭრათ ჭიქით რგოლები.. ამოჭრილი რგოლებიც გავაჩეროთ სანამ კარგად არ ამოვა........ღრმა ტაფაზე ან თუნდაც ჯამში ჩავასხათ იმდენი რაოდენობის ზეთი რომ ცომის ჩაგდებისას მხოლოდ ნახევრამდე ფარავდეს, (ზეთის რაოდენობა თავად განსაზღვრეთ), გავაცხელოთ დაბალ ცეცხლზე და მოვათავსოთ რგოლი რამდენი თავისუფლად ჩაეტევა..ერთი მხრიდან რომ შეწითლდება ვაბრუნებთ და მეორე მხრიდან ვაწითლებთ. (ძალიან დაწითლებას არ გირჩევთ..... სინაზეს დაკარგავს)
გულსართის მომზადება:
შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე ერთიანი მასის მიღებამდე, გავთქვიფოთ მიქსერით კარგად შედედებული მოხარშული რძე და შევათქვიფოთ გამდნარი შოკოლადი, დავამატოთ ვანილი.
საბოლოოო მომზადება:
უკვე გამზადებულ-გაციებულ დონატებს საკონდიტრო შპრიცით ჩავუდებთ გულსართს, (თითო დონატს დაახლოებით ერთი 1ჩ/კ შოკოლადის მასა)
ზევიდან სურვილისამებრ მორთეთ,ძალიან უხდება შაქრის პუდრი მაგრამ ჩემს ბავშვებს ვერ შევაყვარე ამიტომაცა მოვამზადე ასეთი "სადა" დონატები
This post has been edited by ladywin on 8 Nov 2011, 16:27
უფალი ისეთი ძალაა, რომელთანაც ყოველთვის მშვიდად ვიქნებით; მასთან სიღატაკეშიც მდიდარნი ვართ, მწუხარების ჟამსაც – ნუგეშინისცემულნი, უსამართლოდ დამცირებისას – ამაღლებულნი, თვით სიკვდილშიც კი – გამარჯვებულნი.
ილია II,