კროასანები (სამარხვო)
ცომი:
ფქვილი - 6 ჭიქა (250 გრამიანი)
საფუარი - 2 სუფრის კოვზი
შაქარი - 1.5 ჭიქა (250 გრამიანი)
ვანილი, მარილი
ზეთი - 1/2 ჭიქა (250 გრამიანი)
თბილი წყალი - 2.5 ჭიქა (250 გრამიანი)
ჯემი ან შოკოლადი გულსართისთვის
ვამზადებთ აპარას: წყალი + საფუარი + 2 ჭიქა ფქვილი შევურიოთ ერთმანეთს და დავდგათ 1 საათით ასაფუებლად (მე 6 წუთიანი საფუარი მაქვს და ამიტომ უფრო მალე ამოფუვდა)
აპარა როცა მზად იქნება ჩაასხით ზეთი .... ჩაყარეთ შაქარი ... ვანილი .... მარილი
დაამატეთ დანარჩენი (4 ჭიქა) ფქვილი და მოზილეთ ცომი
ცომიან ჭურჭელს გადააფარეთ საკონდიტრო "ცელოფანი" და შედგით მაცივარში 1 საათით ....
გამოიღეთ გადაზილეთ და ისევ 1 საათით შეუძახეთ მაცივარში
ეს დრო რომ გავა გამოიღეთ .... გადაზილეთ და ცოტა ხანი დაივიწყეთ .... ოდნავ რომ შეთბება ეს ცომი გაყავით 4 გუნდად ..... თითო გუნდა გააბრტყელეთ თხელ ფენად (მიახლოვებით პიცის ცომისნაირად) და დაჭერით 8 სამკუთხედად
შემდეგ სურვილისამებრ შაუდეთ გულსართი (ჯემი, შოკოლადი) და გადაახვიეთ ფართე მხრიდან ... მიეცით კროასანის ფორმა და დაასვენეთ ეს ფუნთუშები 15 წუთით ....
შემდეგ გამოაცხეთ 180-190 გრადუსზე (საშუალო ცეცხლზე) .... სადღაც 15 წუთის განმავლობაში ქვემოდან და როგორც კი ნახავთ რომ ძირი გამოუცხვება ჩართეთ ცეცხლი ზემოდან და დაბრაწეთ გემრიელად
ეს დაჭრილი ცომი

ესეც კროასანები



პ.ს. ზემოდან ლამაზი ფერის მისაღებად გადაუსვით მუქი ჩაის ფერი
პ.პ.ს. ჩემს რეცეპტს შაქარი დავუმატე 2 ჭიქამდე გავზარდე
პ.პ.ს.ს. ასევე ფქვილმა დამაღალატა და მომიწია დამატება (თითქმის 2 ჭიქის) ...
ანუ ცომი უნდა მოიზილოს და შეიკრას .... მაგარი ცომი არ უნდა იყოს .... მაგრამ შეკრული უნდა იყოს .... ისეთი ცომი ჯამის კედლებს რომ სცილდება
This post has been edited by WOMAN IN LOVE on 11 Apr 2011, 20:07