
საჭირო მასალა
ცომი:
500 მლ .წყალი
1 ჩ.კ საფუარი
30 გრ.მარგარინი
1 ს.კ ზეთი
2 ს.კ.შაქრის პუდრი
4-5 ჭიქა ფქვილი (200 გრამიანი ) შეიძება მეტიც დაგჭირდეთ გადაზელვის დროს
ვანილი
კრემი:
500მლ რძე
3 ს.კ.ფქვილი
60 გრ.შაქარი
50 გრ.კარაქი ან მარგარინი(არგი ხარისხის)
ვანილი
ზეთი შესაწვავად ნახევარ ლიტრამდე
შაქრის პუდრი ზევიდან მოსაყრელად
ფქვილი,შაქარი საფუარი და ვანილი აურიეთ ერთმანეთში
წყალი გაათბეთ ჩააგდეთ მარგარინი გასადნობათ და ზეთი.ეს სითხე დაასხით მშრალ მასას და მოზლეთ ნაზი ცომი
ცომი მალე ამოდის და ყურადრებით იყავით.რომ ამოვა გადაზილეთ.ეს პროცესი გაიმეორეთ 2-3 ჯერ
კრემის მომზადება:
ქვაბში ჩაყარეთ ფქვილი და შაქარი და დაასხით თბილი რძის ნახევარი.მორეით აქციეთ ერთიან მასად.და დაამატეთ დარჩენილი რძე.დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ გამუდმებით,ხის კოვზით.არ უნდა მიგეწვათ.თანდათანობით მასა შესქელდება რომ წამოდუღდება გადმოდგით და გააცივეთ. კარაქი ცალკე ათქვიფეთ ძალიან მაგრად გათეთრებამდე და ცოტ ცოტა შეათქვიფეთ მოხარშულ მასას.კრემიც მზად არის.
ქვაბში ჩაასხით შესაწვავი ზეთი და დადგით ცეცხლზე .ცომს მოაწყვიტეთ პატარა გუნდები ,გაბრტელეთ , ჩადეთ კრემი,მოუკარით თავი და ჩაუშვით ცხელ ზეთში.ზეთი რომ გაცხლდება გაზის ტემპერატურა საშუალოზე დააყენეთ რომ სწრაფად არ დაიწვას პონჩიკები.ცხვება დახლოებით 2 წუთში.გადმოიღეთ საწურზე მოაყარეთ შაქრის პუდრი და მიირთვით
შეგიძლიათ სამარხვო ვარიანტიც გააკეთოთ
რძის მაგივრად იხმარეთ წყალი და მცენარეული ცხიმი