შავი პრინცი

მასალა ბისკვიტისათვის: 50გ. ზეთი; 70გ. კაკაო; 250გ. ფქვილი; 1 ჩ/კ ცომის საფხვიერებელი; 250გ. შაქარი; 2 კვერცხის ცილა; ¼ ჩ/კ მარილი; 200მლ. რძე (ან წყალი); ვანილი.
მასალა ჟელესათვის: 6 ფირფიტა ჟელატინი; 300გ. ალუბალი; 400მლ. ალუბლის წვენი.
მასალა კრემისათვის: 500მლ. ნაღები; 250გ. შავი შოკოლადი
მომზადება: ბისკვიტისათვის ერთად ათქვიფეთ შაქარი, ზეთი, კვერცხის ცილა, ვანილი და რძე. დაუმატეთ კაკაო, ფქვილი და ცომის საფხვიერებელი. უნდა გამოვიდეს სქელი არაჟნის სისქის ცომი.
გასახსნელ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი, წაუსვით ცხიმი და მოაფრქვიეთ კაკოს ფხვნილი. ცომი გადაიტანეთ ფორმაში და აცხვეთ 200ºC-მდე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთი.
ჟელესათვის დაალბეთ ჟელატინი. ალუბლის წვენი მიიყვანეთ ადუღებამდე, გადმოდგით გაზიდან. დამლბალი ჟელატინის ფირფიტები გადაიტანეთ ალუბლის წვენში და ურიეთ სანამ ჟელატინი სულ არ გადნება. დაუმატეთ ალუბალი და აცალეთ გაგრილება.
გაგრილებული ბისკვიტი დააბრუნეთ ფორმაში, ზევიდან დაასხით ჟელე (შეკვრა უნდა ჰქონდეს დაწყებული) და შედგით მაცივარში რამოდენიმე საათით.
ნაღები მივიყვანოთ ადუღებამდე, დავუმატოთ შოკოლადი და ვურიოთ სანამ შოკოლადი ბოლომდე არ გადნება. შევდგათ მაცივარში და გავაციოთ (ამასაც რამდენიმე საათი ჭირდება). ჩაციებული ნაღები ავთქვიფოთ ფაფუკი მასის მიღებამდე.
გამოვიღოთ ნამცხვარი მაცივრიდან, ფრთხილად შემოვატაროთ თხელი დანა, რომ ჟელე კიდეებიდან მოცილდეს და მოვხსნათ ფორმის გვერდები. გადავიტანოთ ნამცხვარი თეფსზე და მოვრთოთ კრემითა და ხოლით სურვილისამებრ.
[B][/B]