ninaviaჰაჰაჰა...ექსკურსიაზე ალბათ ვერ წამოვალ, რეცეპტს კი სიამოვნებით გაგიმხელ და იმასაც გაგიმხელ, რომ ეს არის ჩემ მიერ მოფიქრებული ვარიანტი, რომელსაც მგონი ნამცხვარ "სნიკერსთან" საერთო ნაკლებად აქვს, უბრალოდ ნათიას მოეწონა ეს სახელი და ეგრე დავარქვი.
ბისკვიტისთვის საჭიროა:
5 კვერცხი
1 ჭიქა შაქარი
250 გრამი კარაქი ან მარგარინი
კაკაო 1 შეკვრა(ერთჯერადი)
1 (არასრული) ჩაის კოვზი სოდა–ძმრით (ან გამაფხვიერებელი)
ვანილი
ფქვილი რასაც შეიზელს (ცომი უნდა იყოს გასაყვანი სისქის)
მომზადების წესი:
გავაცალკევებთ კვერცხის გულსა და ცილას, ცომში ვიყენებთ მხოლოდ გულებს...ავთქვიფოთ კვერცხის გული შაქართან ერთად, დავუმატოთ დარბილებული კარაქი+კაკაო+სოდა–ძმრით, ვანილი და შევაზილოთ ფქვილი.
ცალკე ვთქვეფთ დარჩენილი კვერცხის ცილებისა და ნახევარი ჭიქა შაქრისგან ბეზეს, რომელსაც ვანაწილებთ სამად და უკვე "ჟარონაზე" გაყვანილი ფირფიტას ვუსმევთ თავზე, ფირტიტებს ვაცხობთ სამ ფენად.
კრემისთვის:
2 ცალი მოხარშული "სგუშონი"
100 გრამი კარაქი
ვანილი
ბევრი კარაქი არ არის საჭირო, იმიტომ რომ ფირფიტები არ დაარბილოს და "სგუშონსაც" ირისის გემო არ შეუცვალოს.
ფირფიტების დაკრემვის წესი არ შეგეშლება, მხოლოდ კრემის შემდეგ მოხალული, დაჭრილი თხილი უნდა მოაყარო. თავზეც აყრი დაჭრილ თხილს და ზემოდან ალაგ–ალაგ ასხამ მინანქარს.
P.S. შენ არ იცი როგორ გამიხარდა, შენმა ქალიშვილმა გუშინ ტორტი რომ მიირთვა. როგორც მახსოვს, ადრე არ ჭამდა...
* * *
upwavevolli35
უი, ამხელა სხვაობა თუ იყო სახელწოდებებში არ ვიცოდი. ანუ, მე ჟელატინი მიყიდია და ვერ გამიგია.