პანეტონე
პირველი დღე
85 გ შაქარი
50 გარმი წყალი 30 გრადუსი
115 გრამი კვერცხის გული ოთახის ტემპერატურის
200 გრამი ფქვილი (პროტეინებით მიდიდარი )
130 გრამი საფუარი ( გამოყენებამდე უნდა იყოს განახლებული სამჯერ დღის განმავლობაში 100 გრამი საფუარი 100 გრამი ფქვილი 45 გრამი წყალი. განხლებიდან განახლებამდე ვაცდით გასამმაგებას 4 საათი თბილ ადგილას . ერთხელ რომ გაფუვედბა ამ გაფუებული მასიდან ვიღებთ შემდგომ 100 გრამს და ასე შემდეგ. მორჩენილი საფუარი შეგიძლია თავისუფლად შეურიო თავის დედას )
25 გრამი წყალი ოთახის ტემპერტურის .
135 გრამი კარაქი დარბილებული
წყალი ვ 50 გრამი და შაქარი ავურიოთ ერთმანეთში რომ მივიღოთ სიროფისმაგვარი სიტხე. საფუარი ავურიოთ კვერცხის გულებთან და ნახევარი დავამატოთ სიროფს . მერე დავამატოთ ფქვილის ნახევარი მერე ისევ კვერცხის გულების დარჩენილი პორცია და ბოლოს ისე ვფქვილი . თითოეული პორციისს დამატებისას მეორეს არ ვუმტებთ სანამ კარგად არ შეერევა . სულ ბოლოს კარაქი ესეც პორციაობით. მერე კი 25 გრამი წყალი . კარგად მოვზილოთ . მერე გადავიტანოთ ცოტა ზეთმოსმულ სამუშაო დაგაზე მივცეთ ბურთის ფორმა და ტბილ ადგილას 14 საათი ვაცალოთ გაფუება ( უნდა გასსამაგდეს ცომი )
მერე დღე :
50 გრამი ფქვილი (პროტეინებით მდიდარი)
25 გრამი კვერცხის გული
15 გრამი შაქარი
40 გრამი გამდნარი კარაქი
6 გრამი მარილი
250 გრამს არ უნდა ასცდეს ( ქიშმიშები ცუკატები მოკლედ რაც გვინდა )
ნახევარი ლიმნის გახეხილი კანი
ვანილი 1 ცალი (ნამდვილი ვანილი უმჯობესია )
კვერცხის გულს ავურიოთ შაქარი და ჩანგლით ავტქვიფოთ. სწრაფად გადავზილოთ გაფუებული ცომი და დავუმატოთ ფქვილი . მერე კვერცხიანი მასა ნელ ნელა . ისე რომ ცომმა სიმკვრივე არ უდნა დაკარგოს . სანამ ერთი ნაწილი არ შეერევა მეორე არ ემატება. მერე გამდნარი კარაქი .
ბოლოს მარილი . მერე დავამატოთ ქიშმიშები და ცუკატები. მივცეთ ბურთის ფორმა და ჩავდოთ ფორმაში . დავადოთ თბილ ადგილას . ცომმა უნდა შეავსოს ფორმა და გაიკეთოს თავზე გუმბათივით . დაახლოებით უნდა 6/8 საათი. გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსზე და როგროც კი შევდებთ დავუწიოთ 170 40/45 წთ . გამოღებამდე გული გავუსინჯოთ ( მე სპაგეტით გავუსინჯე ) მერე გავუყაროთ საქსოვი ჩხირები და თავდაყირა დავკიდოთ 6 საათი
თუ თავზე გალზურიანს ვაკეთებთ მაშინ ცომი რომ შეავსებს ფორმას აღარ ვაცდით რომ პატარა გუმბათივით გაიკეთოს
გლაზური:
75 გრამი დაფქული ნუში
1 ჩ/კ კაკაო 75 გრამი კარგად დაფქული ნუში
5 გრამი სიმიდის ფქვილი (წმინდად დაფქული)
10 გრამი სიმიდის სახამებლი
ცილა ისე რომ არაჟნის სისქის მივიღოთ. გადაუსვათ გამოცხობის წინ მოაყაროთ ნუშები და შაქრის დეკორტიული გრანულები.
This post has been edited by farfalina on 8 Jul 2011, 17:32