ვაშლის ღვეზელი (მარტივი და გემრიელი)
მასალა ცომისთვის:
200 გ მარგარინი ან კარაქი
3,5 ჩ/ჭ (1ჭიქა--200 მლ) ფქვილი
3/4 ჩ/ჭ შაქარი
1 ჩ/კ სოდა ძმრით
1/2ჩ/ჭ ცივი წყალი
1 ან 2 ჩ/კ დარიჩინი
ვაშლი (ნებისმიერი ჯიშის, სასურველია გემრიელი)
(ვაშლის რაოდენობა დამოკიდებულია ვაშლის ზომაზე და ჟარუნის ფორმაზე. ანუ, მწკრივებისა და მწკრივებში ვაშლის ლებნების რაოდენობაზე. თუ ძალიან პატარა ვაშლია მხოლოდ შუაზე გაჭრით, დიდებს კი 4 ნაწილად.
ჩემს შემთხვევაში იყო 3 მწკრივი და თითო მწკრივში დაეტია 8 ცალი ლებანი.)
ცომის მომზადება:
ავიღოთ მარგარინი (კარაქი), წვრილად დავკეპოთ, დავაყაროთ 2,5 ჩ/ჭ ფქვილი და ხელით ავსრისოთ ფხვიერი მასის მიღებამდე.
შუაში გავაკეთოთ ჩაღრმავება და ჩავასხათ ცივი წყალი. დავამატოთ სოდა ძმრით. კარგად ავურიოთ. დავამატოთ 1/2 ჭიქა ფქვილი თუ საჭიროა ცოტა მეტიც.
ცომი უნდა იყოს რბილი და ხელებს არ უნდა ეკრობოდეს. ბევრი ზელვა არ უნდა, როგორც კი ერთ გუნდად შეიკვრება გავჩერდეთ. ცომი მოვათავსოთ მაცივარში და შევუდგეთ ვაშლის მომზადებას.
ვაშლის მომზადება:
გარეცხილი ვაშლი გავფცქვნათ, გავჭრათ შუაზე ან 4 ნაწილად. ფრთხილად ამოვჭრათ გული ისე რომ ვაშლის ლებნები არ დაზიანდეს. (თუ დაზიანდა არც ეგაა პრობლემა).
გულსართი:
1/2 ჩ/ჭ ფქვილი, 3/4 ჩ/ჭ შაქარი და 1-2 ჩ/კ დარიჩინი ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან და გავყოთ 2 არაპროპორციულ ნაწილად. გავაბრტყელოთ დაფაზე, ან სიმარტივისთვის სპეციალურ კულინარიულ ფურცელზე.
ზომით დიდი ცომი მოვათავსოთ წინასწარ ცხიმმოსმულ და ფქვილმოყრილ ჯარუნაზე ისე რომ გვერდები ამოჰყვეს ჟარუნის კედლებს. დავაყაროთ გულსართი. ცოტა მოვიტოვოთ ვაშლებზე მოსაყრელად. ვაშლი დავალაგოთ პროპორციულად. მოვაყაროთ მორჩენილი გულსართი და დავაფინოთ მეორე ცომი. გვერდები კრგად შევკეცოთ.
გამოვაცხოთ წინასწარ 200 გ. გახურებულ ღუმელში. (30-40 წთ) ცომი ზევიდან უნდა იყოს კარგად გამომშრალი და ოდნავ დაბრაწული. ზედმეტად არ გამოაშროთ.
გაგრილებულ ღვეზელს ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრი ან შაქრის პუდრისა და დარიჩინის ნარევი სურვილისამებრ.
* * *

This post has been edited by ciyvi77 on 31 Aug 2011, 19:35