უკრაინული პეჩენია

ჯერ ავტორის რეცეპტს დავაკოპირებ და მერე ჩემს დატალებსაც მივაწერ:
"უკრაინელი ბაბუშკას პეჩენიები ,
რეცეპტი ზეპირსიტყვიერი ფორმით შემოგვრჩა ოჯახში ასე რომ ფქვილის რაოდენობას ტემპერატურას და ცხობის დროს ზუსტად ვერ გეტყვით უფრო თვალით ვხვდები.........
ინგრედიენტები:
200გრ ხაჭო
200გრ კარაქი
1ც კვერცხი
სოდა\ძმარი
ფქვილი და შაქარი თვალით
მოკლედ ვიღებთ 200 გრ ხაჭოს და ვათავსებთ ჯამში სადაც ცომი უნდა მოვზილოთ, ვამატებთ ცოტათი შერბილებულ კარაქს და ვურევთ მანამ სანამ კარაქი მთლიანად არ შეეზილება ხაჭოს შემდეგ ვამატებთ 1ცალ ათქვეფილ კვერცხს,სოდა\ძმარს, ამის შემდეგ უკვე ვიწყებთ ფქვილის შერევას ....ზუსტად არ ვიცი რამდენი ფქვილია საჭირო კეთებისას თვითონვე მიხვდებით. საბოლოოდ ცომი ზელისას ჯამის კედლებს არ უნდა ეკრობოდეს და ერთიან გუნდად მარტივად იზილებოდეს , არც ხელებზე უნდა მიგეკროთ ისე ძაან როგორც მანამდე. მოკლედ ცომი უნდა გამოვიდეს არა მყარი, საშუალო სირბილის და საკმარისად შეკრული იმისთვის რომ გავაბრტყელოთ. შემდეგ ცომი დავყოთ 2 ან 3 ნაწილად და გავაბრტყელოთ დაახლოებით ისე როგორც ხინკლის ცომს აბრტყელებთ.( თუ ზედმეტად სქელი გამოგივათ ამასაც მიხვდებით ადვილად,არ დაიკეცება კარგად) გაბრტყელებული ცომი დავჭრათ ჭიქით წრეებად , საბოლოო ფორმის მისაცემად ავიღოთ წრე მოვაყაროთ შაქარი ,გადმოვკეცოთ ნახევარი, კიდევ დავაყაროთ შაქარი , კიდევ ერთხელ გავკეცოთ და ზემოდანაც მოვაყაროთ სულ ცოტა შაქარი უნდა გამოვიდეს სამკუთხედის მაგვარი ფორმა ... ჟარონას სულ ოდნავ მოვუსვათ ზეთი დავალაგოთ პეჩენიები ,შეგვიძლია ახლო ახლო დავდოთ რადგან ძაან არ ფუვდება....
ქურა დავაყენოთ საშუალო სიმხურვალეზე როგორზეც აცხობთ ხოლმე ნამცხვრებს ...... დაახლოებით 10-15 წუთში როცა ღია მოყავისფრო, ბეჟ ფერს მიიღებს შეგიძლიათ გამოიღოთ... შეიძლება შიგნითა შაქარი დადნეს და გარეთ გამოვიდეს ეს ცოტა უშავებს ძირებს მაგრამ ცუდ გემოს არ აძლევს "
ჩემს დეტალებსაც მივაწერ:
კარაქი - გამოვიყენე "დაჩა" ნახევარი კოლოფი.
დასჭირდა დაახლოებით 20-მდე სავსე სუფრის კოვზი ფქვილი.
ცომში დავამატე 0.5 ჩ. ჭ. შაქარი.
გამოვჭერი დიდი ზომის ჩაის ფინჯნით და თქვენც გირჩევთ, უფრო ფუმფულა და კარგი გამოდის, ვიდრე საშუალო ზომის ჭიქით. გაბრტყელებისას გამოიყენეთსაკმაო რაოდენობით ფქვილი, დაფას ეკრობა.
გამოდის 33 ც. პეჩენია
ცხობის დრო მე რატომღაც მეტი დამჭირდა, დაახლოებით 30-40 წთ, როგორც კი შეეცვლება ფერი, გამოდგით ღუმელიდან.
ძალიან გემრიელია, გადაკეცვისას შეიძლება ჯემიც გამოიყენოთ შაქრის მაგივრად.
მე ისე მომეწონა, დღეს კიდევ გავაკეთებ
This post has been edited by guruliqali on 8 Oct 2011, 17:35