rtuliმადლობა, :2კისს:
serafita_asuli zevaxisaorchideata-munaრა ჰქვია არ ვიცი, თხელი ფირფიტა კეთდება, ზედ ბეზე ესმევა და არაჟნის კრემი სჭირდება
აი რეცეპტი
მასალა 7 კვერცხი, 3 ჭ შაქარი, 250 გრ მარგარინი ვანილი, სოდა ძმრით, ფქვილი. 200 გრ კარაქი(ოთახის ტემპერატურის), 1 ქილა სგუშონი (მგონი მოხარშულიც წავა) და 400 გრამამდე არაჟანი (ნაკლებიც შეიძლება), შეგიძლიათ დაჭრილი ნიგოზიც გამოიყენოთ სურვილისამებრ.
მომზადება:
7 კვერცხის გული ავთქვიფოთ შაქრის ნახევართან (1,5 ჭ) დავამატოთ გამდნარი მარგარინი, ვანილი სოდა ძმრით და ფქვილი იმდენი რომ მაგარი ცომი გამოვიდეს, პლასტელინივით უნდა იზილებოდეს. დაახლოებით 5-6 ჭიქა სჭირდება.
7 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ კარგად, ბეზეს დავამატოთ დარჩენილი 1,5 ჭ შაქარი ცოტ-ცოტა.
ცომი გავყოთ სამ ნაწილად და სამივე ნაწილი სათითაოდ გავაბრტყელოთ საცხობ ტაფაზე, გადავუსვათ ბეზეს მესამედი და გამოვაცხოთ საშუალოზე დაბალ ტემპერატურაზე 30 წთ, (მე 5-10 წთ ზემოდანაც მოვბრაწე ბეზე.) სამივე ნაწილი რომ გამოცხვება გადავუსვათ კრემი, მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი, დავადოთ ერთმანეთს და მოვასხათ მინანქარი, მინანქარი ცოტა ჯობია მგონი, მე კი მოვაწუწე მაგრამ ბევრი იყო მაინც და შოკოლადის გემომ დატვირთა.
კრემი ასეთია, 200 გრ კარაქი კარგად ავთქვიფოთ , დავამატოთ ცოტ-ცოტა სგუშონი და ბოლოს გადავურიოთ არაჟანთან ერთად.
ძალიან გემრიელი ნამცხვარია, მე თამარას დავარქმევ ჩემი რეცეპტების რვეულში, ჩემი მეგობრის საპატივცემულოდ რომელმაც მომცა რეცეპტი