volli35upwaveპრინციპში ცოოოტა სხვანაირი მეთოდი გამოვიყენე მაგრამ,ძირითადი მაინც ეგ იყო

პირველ რიგში მოვხარშე მაკარონი (დახვეულები რომ არის ,ბრტყელი და გრძელი

) რა ქვია არ ვიცი,რამდენიმე ცალია პარკში.
ამასობაში ხახვი იხრაკებოდა და ცოტა ხანში სოკო ჩავამატე - ერთად მოიხრაკა დაახ. 10-15წთ საშ.ცეცხლზე.
დავჭერი ლორი კუბიკებად და ჩავაყარე სოკოსთან - ეგეც მოიშუშა და ოდნავ შევარდისფრდა.
მარილი სოკოს და ლორს ვუქენი,რადგან მაკარონთან უფრო ვერ ვსაზღვრავ და სულ მეშინია არ ავამლაშო

შენდეგ დავამატე ამ ყველაფერს მაკარონი - კარგად ავურიე ერთმანეთში და 5 წთ. დავაფარე თავსახური.
ავურიე მაიონეზი და არაჟანი ერთმანეთში (რაოდენობა არ ვიცი,თვალის ზომით ვაკეთებ მე თითქმის ყველაფერს

) + პილპილი და წიწაკა - მწარე მიყვარს.
მოვასხი ტაფაში რაც იყო იმ ყველაფერს ზემოდან და ამოვურიე -გადავურიე,კარგად შევურიე მოკლედ. ოღონდ ფრთხილად რომ არ გაიგლისოს + მაკარონს ძაააან არ ვხარშავ ხოლმე,ცოტა მკვრივად ვტოვებ.
მოვაყარე ოოოდნავ მარილი + კიდე პილპილი და ცოოოტა პარმიჟანის ყველიც - ძაან ცოტა ზემოდან მოუხდა.
ვსე!