გოგოებო,ტეფლონიანი საცხობი ფურცელი არმოიპოვება საქართველოში

დროებით ვერ ვწერ პეპის ბლოგზე რეცეპტებს,ძველი კომპი დამივირუსდა

აქ დავდებ რეცეპტს:
ქათმის ფილე ცხარე-მჟავე სოუსში,ბოსტნეულით და სპაგეტიტ(კვერცხის ნუდელს არმქონდა).
ვამზადებთ ცხარე-მჟავე-მოტკბო სოუსს:
0,5 ჩ.ჭ.შაქარი
100 მლ.ძმარი
1ს.კ.ტომატ პასტა
2ს.კ.სოიოს სოუსი
1/4 ჩ.ჭ.წყალი
2ჩ.კ.კრახმალი
ცხარე წიწაკა გემოვნებით.
მოვათავსოთ ქვაბში ინგრიდიენტები და მივიყვანოთ შესქელებამდე.გადმოვდგათ.
პ.ს.ძმრის სიცხარეზეა სოუსის გემოს ბოლო შედეგი დამოკიდებული.ასე რომ დააგემოვნეთ და შეიტანეთ ცვლილებები გემოვნების მიხედვით.მე ფაკტიურად არაფერი შემიცვლია

დავდგათ ქვაბით წყალი და მოვხარშოთ წვრილი სპაგეტი ალია დენტე კონსისტენციამდე(ანუ ოდნავ მოუხარშავი შეგრძნება უნდა ქონდეს სპაგეტის გასინჯვისას),გადავავლოთ ცივი წყალი,ცოტა ზეთი მოვასხათ ,ამოურიოთ.
700გრ.ქათმის ფილე
დავჭრათ კუბიკებად,ცოტა მარილი მოვაყაროთ.
მოვამზადოთ კლიარი:
1ჩ.ჭ.ფქვილი
3/4 ჩ.ჭ.წყალი
1 ცალი კვერცხი
მარილი
დავასვენოთ 30 წუთით ეს მასა.ამოვავლოთ ხორცის ნაჭრები და ცხიმში შევწვათ.
ამოვიღოთ ჯამში ხორცის ნაჭრები.მორჩენილ ცხიმში მოვშუშოთ ,მაღალ ცეცხლზე ბოსტნეული:
1ცალი წითელი ბულგარული წიწაკა(კუბიკებად დაჭრილი)
1 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა
1ცალი სტაფილო(ღეროებით დაჭრილი)
1 თავი ხახვი(მსხვილ ნაჭრებად დაჭრილი)
2 მუჭა თხლად დაჭრილი კომბოსტო
3 კბილი ნიორი(თხელი ფირფიტებით დაჭრილი)
ეს ბოსტნეული ვშუშოთ ძალიან მაღალ ცეცხლზე სულ რაღაც 5 წუთის განმავლობაში,დავასხათ სოუსის ნაწილი+ცოტა სოიოს სოუსი+მარილი(ეს ყველაფერი გემოვნებით),დავაყაროთ მოხარშული სპაგეტი ,ამოურიოთ და 1-2 წუთში გადმოვდგათ ცეცხლიდან.
თეფშზე გადავიტანოთ მომზადებული სპაგეტი ბოსტნეულით,დავაყაროთ ქათმის ხორცის ნაჭრები და საბოლოოდ კიდევ მოვასხათ სოუსი(სურვილისამებრ).
პ.ს.ნათია შეგიძლია გადაიტანო შენს ბლოგზე