ხბოს ჩაშუშული ბულგარული წიწაკითა და კვლიავით (cumin)...
ძალიან გემრიელი გამომივიდა

ხბოს ხორცი ნახევრად მოხარშეთ დაფნის ფოთოლთAნ ერთAდ ( მე სადღაც კილონახევარი, ცოტა ძვლიანი ხორცი მოვხარშე)
4 საშუალო ზომის ხახვი და ნახევარი თAვი ნიორი გაარჩიეთ....
მოხარშვას ცოტა რომ აკლია ისეთი ხორცი მოათავსეთ სქელძირიან ქვაბში (ჯობია რომელიც არ იკრავს), დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და დაჭრლეტილი ნიორი, 50 გრამი კარაქი, ასევე ზეითუნის ზეთი, რომლის გაცხელებაც შეიძლება... ( მე დენტამაროს ზეითუნს ვყიდულობ, გამჭვირვალე ბოთლში, ძალიან გემრიელი და კონსერვანტების გარეშეა, გუდვილში იყიდება)
მოხრაკეთ და დაუმატეთ წვრილ ზოლებად დაჭრილი წითEლი მოგრძო ბულგარული..... ბულგარული დარბილებას რომ დაიწყებს, დაუმატეთ წყალი, რომ დაიფაროს და 2-3 სადილის კოვზი პომიდვრის ტომატი, თუ საშუალება გაქვთ წყლის და ტომატის ნაცვლად დაჭრილი პომიდორი ან დაკონსერვებული მთელ-მთელი პომიდორი დაამატეთ...
შესაკმაზად კი იხმარეთ კვლიავი (cumin)... ეს აღმოსავლური სუნელია, რომელიც ხშირად გვხვდება ინდურ სამზარეულოში....
გაგიკვირდებათ და თბილისში ვიყიდე, გუდვილშია და სხვა მაღაზიებშიც (ვაჟას ძეგლთან სუპერმარკეტ იელში, მე თვითონაც გამიკვირდა რომ ჰქონდათ)
რომ მომზადდება კერძი (ანუ ხორცი რომ დარბილდება) დაუმატეთ მარილი და 1 დიდი კონა დაკეპილი ქინძი....
ძალიან გემრიელი კერძი გამოდის.... აღმოსავლური არომატი დაჰყვება.... ძალიან უხდება კვლიავი