როგორც ჩანს, გორენიეს საცხობის მფლობელებს უჭირთ პურის გამოცხობა, ამიტომ აქ ვდებ რეცეპტს და რჩევებს, რომლებიც გორიენიეს ერთ მეპატრონეს პი-ემში გავუგზავნე. ეს რჩევები სხვა მარკის საცხობების მფლობელებსაც გამოადგებათ:
Gorenje BM 1400 E, რომელიც არის Daewoo DI-9154 -ს ტყუპისცალი. ელიტ ელექტრონიკსში ვიყიდე დაახლ. 270 ლარად. მაქსიმალური წარმადობა აქვს 1400გრ, აცხობს ერთ დიდ (1400გრ) ან ორ პატარა აგურს (2 X 700გრ.).
ვერც ჩვენ ვაცხობდით თავიდან, მაგრამ ახლა ძალიან კარგი გამოდის. აქ რამოდენიმე ნიუანსია.
ჯერ ერთი, უმაღლესი ხარისხის ფქვილი არ შეიძლება (ბულკი გამოვა, და არა პური). არც მხოლოდ პირველი ხარისხის ფქვილი ვარგა (ზედმეტად ტკბილი გამოვა). ჯანსაღი, სასარგებლო, რუხი პურის მისაღებად მეორე ხარისხის ხორბლის ფქვილი უნდა გამოვიყენოთ. ხანდახან პირველი ხარისხის ფქვილსაც ვურევთ - ერთ სექციაში რუხ პურს ვაცხობთ, მეორეში - შერეულ თეთრს. პირველი ხარისხის ფქვილ-შერეული უფრო ფუმფულა და თეთრი გამოდის.
ფქვილი ბაზრობაზე იყიდება - პასაჟის გარე კედელში რომ მაღაზიებია, დეზერტირების გადმოღმა. იქ ყველაზე ქვედა მაღაზიაში (თუ არ ვცდები, გამყიდველს იურა ქვია) ყოველთვის კარგი ფქვილია.
ასევე საფუარიც სპეციფიური უნდა - თეთრი ფერის, fariman ქვია. იქვე იყიდება. თქვენს უახლოეს თონეშიც ექნებათ. საფუარი აუცილებლად მაცივარში უნდა ინახებოდეს! ამიტომ ახლავე, სანამ დაცხება, იყიდეთ რამოდენიმე ცალი და მაცივარში შეინახეთ.
მაღაზიის შესახებ და საფუარის სურათი უკვე დავდე 27-ე გვერდზე:
პური ჩვენი არსობისა საფუარი პირდაპირ კი არ უნდა მოაყაროთ ფქვილს, არამედ წინასწარ უნდა ამოიყვანოთ.
* * *
საფუარის ამოყვანა 700 გრ. პურისათვის - სხვა წონისათვის მიახლოებით შეცვალეთ დოზები პროპორციულად:
ცალკე ჭიქაში ვყრით 1,5 ჩ/კ საფუარს, ვასხამთ კარგად შემთბარ (35*-მდე) ცოტაოდენ წყალს, კოვზით ვურევთ, რომ გაიხსნას, ვუმატებთ 0.5 ჩ/კ შაქარსა და 1 ჩ/კ ფქვილს. ამას ყველაფერს ვურევთ, რომ ჭიქის ძირზე გამოვიდეს თხელი მასა. ვდგამთ სითბოში (ანთებულ გაზქურასთან ახლოს), და 10 წუთში ამოდის. ეს არის ერთ განყოფილებაში (700გრ) ჩასასხმელი პორცია, ამიტომ ორ განყოფილებაში ჩასასხმელად ამას ვაკეთებთ ორ ჭიქაში - 2 X 700გრ.

.
* * *
რეცეპტი ორგანყოფილებიანი ფორმისათვის 700 გრამზე: ორ განყოფილებიან ფორმაში ერთდროულად ვაცხობთ ორნაირ 700გრ.-იან პურს: ერთ განყოფილებაში - რუხ პურს (მეორე ხარისხის ფქვილიდან) და მეორე განყოფილებაში - შერეულ პურს ბავშვებისათვის.
ვასხამთ ჯამში შემდეგი თანმიმდევრობით:
250 მლ შემთბარი წყალი ან შემთბარი რძე ან ოთახის ტემპერატურის კეფირი (რძეზე ან კეფირზე უფრო გემრიელი გამოდის);
1 ჩ/კ მარილი;
1 ჩ/კ შაქარი;
1,5 ს/კ ზეთი;
შერეული პურისათვის - 200 გრ. პირველი ხარისხის + 200 გრ. მეორე ხარისხის ფქვილი;
რუხი პურისათვის - 400 გრ. მეორე ხარისხის ფქვილი (რუხი პური ნაკლებად ამოდის, შერეული უფრო მაღალი და ფუმფულაა);
ფქვილში გაკეთებულ ჩაღრმავებაში ვასხამთ ამოყვანილ საფუარს.
საფუარის ჩასხმის შემდეგ ვურთავთ პირველ პროგრამას - 1200 გრ. მედიუმი.
თუ 1400 გრამიანი პურის რეცეპტი გინდათ, ზემოთ დაწერილი რეცეპტის ინგრედიენტები ზუსტად ორზე გაამრავლეთ

.
აი რუსული ფორუმები, სადაც უამრავი ნიუანსი და რეცეპტია, მათ შორის უშუალოდ ჩვენი საცხობისათვის ცალკე ქვეფორუმებია:
http://hlebopechka.net/http://hlebopechka.ru/index.php?option=com_smf&Itemid=126[URL=http://www.radikal.ru]
This post has been edited by zazamos on 13 Apr 2013, 22:03
God made whiskey so the Irish won’t rule the world.
Infinitus est numerus stultorum.
“Once a year go some place you've never been before.” Dalai Lama