მოკლედ ბევრი ვიკითხეთ თუ ცოტა გადავწყვიტეთ და შევიძინეთ პანასონიკის ფირმის პურის საცხობი აპარატი
მოდელი SD-ZB2502. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან უნდა ეცადო, რომ პური არ გამოვიდეს
პირველივე ცდაზე ისეთი პური გამოვიდა, რომ პურის უნახავს გაგხდის
აბსოლუტურად ყველაფერი მოგვწონს. ერთადერთი მინუსი არის პურის მცირე ზომა
ამით ამ თემაში ზემოთ ხსენებული გორენიე სჯაბნის ცალსახად. მარა როგორც წავიკითხეთ გორენიეზე ე.წ. "დამუღამება" უნდა
და მაგ ჩალიჩ-დამუღამებაში შეიძლება არარც მოგინდეს პურის ცხობა და აიღო ხელი მაგ საქმიდან. ეს კი ჩვენთვის N1 არგუმენტი გამოდგა შერჩევის დროს.
მოკლედ რომ ვთქვათ ამ 1 კვირაში მეუღლე დაიღალა სტანდარტული რეცეპტებით ცხობით და ისევ დავიწყეთ ქექვა ელექტრონულ-ქსელებში

შედეგად გავედით კვირად პასაჟის მიმდებარე ქუჩის დახლ-მაცივრებთან და შევიძინეთ ჭვავის, 2 ხარისხის, 1 ხარისხის და უმაღლესი ხარისხის ფქვილები
ჭვავის პური + სოლინოდი (თუ რაღაც ამგვარი ქვია რუსულად და ქართულად საერთოდ არვიცი რა ქვია) გამოდის, აი ადრე რომ იყო, შავი მომჟავო პურები ეგეთი (მაგაზე მამაჩემმა ეგ ჩემთვის გამოაცხეთხოლმეო, დიაბეტი აქვს და სპეცდიეტაზეა) მარა ჭვავის პურს ამოსვლაში უჭირს და მიახლოვებით 2/3 ზომა გამოდის ხორბლისფქვილის პურისა.
მოკლედ მოვნახეთ 1 რეცეპტი და იმით გამოგვივიდა ძალიან გემრიელი პური
რეცეპტი იყო 400გრ მეორე ხარისხი 200 გრამი პირველი ხარისხი
დღეს დილით მეუღლეს შეეშალა და მეორეხარისხის მაგივრად ჭვავის ფქვილი ჩაუძახა, მოკლედ უკან დაბრუნება გვიანი იყო და დაველოდეთ რაგამოვა ნეტათქო
და საკვირველება, იმხელა ამოვიდა, რომ სწორად შერჩეულ ფქვილსაც კი შეშურდებოდა



თუ ვინმეს რეცეპტი დააინტერესებს, შემიძლია საღამოს დავწერო
ხო ერთს დავამატებ, საცხობის შეძენის შემდეგ პური აღარ გვიყიდია.
This post has been edited by bazuka on 28 Jan 2014, 17:33