vikoმეც შევიძინე პურის საცხობი
გორენიე 1200 გრ-იანი

პირველივე პური უმაგრესი გამოვიდა, კულიჩიც დავტესტე, სუპერია
ერთი ესაა რომ ქერქის დაბრაწვის რეჟიმებს ვამუღამებ
პურზე მუქი დაბრაწვა უნდა, საშუალო დაბრაწვა ღია დარჩა, პრინციპში მუქმა დაბრაწვამაც მსინცდამაინც ყავისფერი ფერი არ მისცა და კულიჩზე (რეჟიმი ტკბილი) მუქმა დაბრაწვამ მიაწვა და საშუალო დაბრაწვით კარგი გამოვიდა
ბევრი რეცეპტებია და ჩემთვის გამოუდეგარი
5 გრ საფუარი კი გამოდის 1 სუფრის კოვზი და მე ვიცოდი რომ 1 სუფრის კოვზი არის 10 გრ საფუარი
ბულკის ცომიც მოვაცომინე და არაჩვეულებრივი ცომი გამოვიდა
ერთი იმაზე მწყდება გული რომ მოცომვაზე 1.3 სთ-იანი პროგრამაა, იქნება და არ მინდა საფუარიანი, ვთქვათ ხინკლის ან პილმენის ცომი მინდა მოზილვა დასვენებით და ამ შემთხვევაში ცოტა ვიბნევი რა ვქნა
უამრავი რეცეპტი მოყვება და უმრავლესობა ჩემთვის აშკარად გამოუდეგარია
მანის ბურღულიო, სიმინდისო
ვერ გავიგე კიდევ ბურღუზეა ლაპარაკი, ფანტელზე თუ ღერღილზე
იმდენნაირ ფქვილზეა იქ საუბარი რომელი რომელია ვერ გავიგე და დავიბენი მთლად

თუ დააამუღამებ კარგ რეცეპტებს მიწილადე რა გთხოოოვ
ისე 900 გრ-იანი რეჟიმით რომ დავაცხვე საბოლოოდ პური დარჩა 70 0გრ

1200 იანით არ მიცდია, ის ალბათ 1000 გრ-ზე ნაკლები დარჩება
მე მეგონა რომ 1200 გრ რომ აწერია პური საბოლოოდ ამ წონის დარჩებოდა, მაგრამ ესაა გათვლილი ინგრედიენტების წონაზე, რომელიც მერე ცხობაში იკლებს
აი შენი 1400 იანი რომ არის, 1400 გრ ინგრედიენტებს ყრი და საბოლოდ გრჩება 1200 გრ პური ხომ?
რუხი ფქვილი ვერ ვიშოვე ქუთაისში

დამიწერე რუხი პურის რეცეპტი, და რატომ არ მოგეწონა?? მე ვფიქრობ 1 ხარისხის და რუხი ფქვილების გარევას
This post has been edited by tikusha on 4 Mar 2014, 12:30