TaTa_TaTuLi<<მარი>>საფუარი ლუტას რეცეპტით არ მაქვს გაკეთებული.საერთოდ სანამ კარგად არ მოძლიერდება უჭირს ამოსვლა.მე მაცივარში ვინახავ და თუ არ ვხმარობ კვირაში ერთხელ ვკვებავ.პურში 500 გრ ფქვილს 100 გრ საფუარს ვუშვები.შეგიძლია პურის ცომში სადღაც 3 გრ ცოცხალი საფუარი იხმარო ან 1 გრ მშრალი.
მერე დავწერ რეცეპტს.
მარცვლოვანი პურის რეცეპტი.
წინსასწარ მოვამზადოთ საფუარი
ხორბლის სერი ფქვილი 100გრ
ჭვავის ფქვილი 100 გრ
წყალი 120 გრ
ცოცხალი საფუარი 3 გრ(1 გრ მშრალი)
მოვზილოთ და გავაჩეროთ 1 საათი .ზევიდან დავაფაროთ რომ არ გახმეს ზედაპირი.შევდგათ მაცივარში 1 დღით.ან ვაცადოთ დაახ.6 საათი გაფუებას. მე ეს ბოლო ვარიანტი გამოვიყენე.ისე ეს საფუარი 3 დღეც შეგვიძლია გვქონდეს მაცივარში.
წინასწარ მოვამზადოთ მარცვლეული 75 გრ მოვხალოთ გავაციოთ და დავასხათ 150 გრ წყალი.გავაჩეროთ ესეც დაახ.6 საათი
ცომისთვის
წინასწარ მომზადებული საფუარი 223 გრ
ხორბლის ფქვილი 225 გრ
სპელტას სერი ფქილი 75 გრ ეს არ ვიცი არის თუ არა საქართველოში.ხორბლის ერთ ერთი სახეობაა.თუ არა გაქვთ მაშინ ჩვეულებრივი სერი ფქვილით ჩაანაცვლეთ
წყალი 180-200 გრ.ჯობია ნელ ნელა უმატოთ ფქვილზეა დამოკიდებული რამდენ წყალს შეიძელს.
მარილი 11 გრ
მოვათავსოთ ყველაფერი ჯამში მარცვლეულის გარდა და ვზილოთ კარგად.ისე რომ ხელზე აღარ უნდა გვეკრობოდეს ცომი.ვუმატებთ მარცვლეულს თავის წყლიანად.მეტად ძნელი მოსაზელი იქნება მაგრამ თუ რამოდენჯერმე დავასვენებთ ცომს მეტად გაგვიადვილდება მოზელა.ავიღოთ ჯამო და წავუსვათ ცოტა ზეთი.მოვაგუნდავოთ ცომი და ჩავდოთ ჯამში,გადაცაფაროთ სამზარეულოს ცელოფანი და ვაცალოთ დაფუვება.დაახ.ყოველ 45 წთ_ში ცომი გადავკეცოთ კონვერტისებურად.მაგიდაზე დავასხათ ზეთი და გავსალოთ ცომი ფრთხილად რომ გაზი არ გავაცალოთ ისე.ეს ხელს უწყობს ნასვრეტების გადიდებაში.ასე გავიმეოროთ დაახლ. 3 ჯერ
ბოლოს მივცეთ მრგვალი ფორმა ისე რომ მთლიანად რაც გაზი აქვს არ უნდა გავაცალოთ.ვაცადოთ ისევ გაფუება და გამოვახცოთ პირველი 15 წთ 250 გრ მართო ქვედა წვა.ორთქლის საშუალებით.15 წთ მერე გამოვაღოთ ღუმელის კარი რათა გამოვიდეს დარჩენილი ორთქლი და გავაგრძელოთ ცხობა 200 გრ დაახ.30 წთ.ამ შმთხვევაში ზედა და ქვედა წვა გამოვიყენოთ
ცოტა მგონი ატა ბატად გამომივიდა დაწერა

თუ რამე ვერ გაიგეთ აქა ვარ