მაშ ასე მოვედი დაპირებული რეცეპტით.კერძოდ ბუნებრივი საფუარის რეცეპტით.მეც ჯერ კიდევ ცდებს ვატარებ , რაც აქამდე ვცადე კარგი შედეგი მივიღე და მინდოდა ჩემი გამოცდილება თქვენთვის გამეზიარებინა.ეს საფუარი მზადდება ფერმენტირებული ხილით კერძოდ ვაშლით და ქიშმიშით.

ეს არის სამი დღის დადუღებული.
პირველ ჯერზე ვიღებთ 200 გრ წყალს, 40 გრ ქიშმიშს და სადღაც ნახევარ ვაშლს (ნუ თუ ძალიან დიდი ვაშლია ნაკლებიც).ვაშლი უნდა იყოს ტკბილი.მჟავე ვაშლი არ გამოდგება.ვდგავთ თბილ ადგილას და ვაცდით რომ ადუღდეს.არ უნდა ამჟავდეს.ოთახის ტემპერატურას გააჩნია ისე თუ სითბოა სამ დღეში უკვე მზადაა.მე ცოტა ხანი გარეთაც მქონდა მზეზე(მეორე დღეს) ცოტა რომ შემთბარიყო.მეამე დღეს ასეთი ბუშტულები გაიკეთა.
გადავწუროთ ნაყენი და ხილი გადავყაროთ.თუ ვაპირებთ პურის გამოცხობას მოვაკლოთ 50 გრ ნაყენი და თუ არა და ვუმატებთ ცოტაოდენ ვაშლს რომ ისევ გამოვკვებოთ.ანუ ეს ნაყენი იკვებება შაქრით ამ ჯერზე ვაშლით.ვაცდით ერთ-ორ საათს და ვდებთ მაცივარში შესანახად.ვამატებთ წყალს როცა ნაყენი 50 გრამამდე ჩამოვა (დაახლოვებით)მაშინ ვამატებთ ქიშმიშს და ვაშლსაც რა თქმა უნდა.მე კვირაში ერთხელ ვკვებავ.დროის უქონლობის გამო კვირა დღეს ვაკლებ 50 გრ ნაყენს ვწურავ და ვწონი თუ შევატყვე რომ ძალიან დაცოტავდა ვამატებ წყალს რომ გახდეს 150 გრ.ვუმატებ სადღაც 15-20 გრ ქიშმიშს და ვაშლს.თუ არადა მარტო ვაშლს.ვაცდი რამოდენიმე საათს და ვინახავ ისევ მაცივარში.
საფუვრის დაყენება (იკვებება 3 ჯერ)
1 ეტაპი---50 გრ ფერმენტირებული ხილის ნაყენი
50 გრ პურის ფქვილი
ვურევთ კარგად და ვაჩერებთ 4 საათით.
2 ეტაპი---ვამატებთ 100 გრ წყალს
100 გრ პურის ფქვილს
ვურევთ კარგად და ვაჩერებთ 5-6 საათს.
3 ეტაპი---ვამატებთ 200 გრ წყალს
200 გრ პურის ფქვილს ვურევთ და ვდგავთ მთელი ღამე მეორე დღისთვის.მე 4 საათშიც გამიფუვდა მაგრამ შემდეგ პურის გამოსაცხობად ძალიან გაუჭირდა გაფუება ამიტომ ეხლა მთელი ღამე ვტოვებ რომ მეტად მოძლიერდეს.
ამ სამი ეტაპიდან მივიღეთ 400 გრ ბუნებრივი საფუარას.ყოველ 500 გრ ფქვილზე იხმარება 200 გრ საფუარი. (ზაფხულში ნაკლებიც დაჭირდება )დანარჩენს ვინახავთ მაცივარში მაქსიმუმ 3 დღით.
მაცივრიდან რომ გამოიღებთ ნაყენს აცადეთ ცოტა შეთბეს და ისე გამოიყენეთ თორემ გაუჭირდება ამოსვლა ძალიან ცივი თუ იქნება.
თეთრი პური
200 გრ ბუნებრივი საფუარი
500 გრ პურის ფქვილი(შეგიძლიათ 50-100 გრამი ჭვავის ფქვილით შეცვალოთ)
300 გრ წყალი(წყლის დოზა ფქვილის ხარისხზეა დამოკიდებული შეიძლება მეტი დასჭირდეს ან კიდევ პირიქით)
10 გრ მარილი
მოვზილოთ ცომი ისე რომ უნდა იყოს ელასტიური.ვაცადოთ გაფუება დაახლოებით 3-4 საათი.ყოველ ერთ საათში ცომი გდავკეცოთ,ეს პროცესი გავიმეოროთ ორჯერ მაინც.ამოვაგუნდაოთ ვაცადოთ 20 წუთი და შემდეგ მივცეთ ფორმა.ვდებთ ყალიბში და კიდევ ვაცდით გაფუებას.მე ერთი საათის შემდეგ ვანთებ ღუმელს და ვდგავ თუჯის ქვაბს ( ყველაზე დაბალ თაროზე თავსაფრის გარეშე) გასახურებლად 1 საათით.ვსერავ პურს ვდებ ქვაბში თავზე ვაფარებ და ვტოვებ 15 წუთით მაქსიმუმ ტეპერატურაზე მარტო ქვედა წვით.15 წუთის შემდეგ კიდევ 10 წუთი ზედა ქვედა წვა და ვუწევ ტემპერატურას 200 გრადუსზე.შემდეგ თავზე ვხდი და ვაგრძელებ ცხობას სადღაც 40 წთ მაინც.