ninoma
ეს რეცეპტი დღეს ვნახე სატაცურზე,მე გუშინ გავაკეთე,გაგეცინება და ზუსტად მასე ოღონდ კვერცხის გარეშე.
საოცარი დამთხვევაა,მაგარ ქართUლი სამზარეულოს შედეგია

ისე სიმართლე გი|თხრათ,დიდი სასწაული არომატი არ ქონია სატაცურს,ალბათ ვიტამინებს შეიცავს დიდი რაოდენობით და იმიტომ ითვლება ძვირფასად,თორემ არომატი ვერაფერი ვნახე განსაკუთრებული.(ჩასაფრებულივით ვჭამდი,დეგუსტატორი ვიყავი).

ჩემთვის ერთი გამართლება ექნება ის,თუ კიდევ გავაკეთებ,რომ თევზისგან და ხორცისგან დავასვენო ორგანიზმი.
რაც შეეხება კუბდარის ცომს,ხინკლის ცომი სხვაა,ეს საფუვრიანი ცომია,აუცილებლად ხინკლის ცომზე რბილი და ხაჭაპურის ცომზე სქელი.
მე პირაDAD ხაჭაპურის ცომს შედარებით პურის ცომთან უფრო თხელს და ფაფუკს ვზელ.
* * *
"არა არ ბეგვავენ.
სვანები როგორ ამზადებენ კუბდარს, მიყურებეია,გამისინჰჯავს და გამიკეთებია კიდეც.
ცომი ფაფუკი არ უნდა მოიზილოს განსხვავებით ხაჭაპურის ცომისაგან,რადგან ხორცი შიგ უმად იდება,ჯერ ერთი ფაფუკი ცომი ვერ გაუძლებს მძიმე მასას და მეორეც,წვენი იქმნება შიგნით ცხობის დროს და აუცილებლად გახეთქავს ცომს.
გული ასე მზადდება:წვრილად დაჭრი ცხიმიან ხორცს.შეიძლება ღორის და საქონლის ხორცის ნარევი.წვრილად და|ჭრილი ხახვი,ჩანაყილი ან Dაჭყლეტილი ნიორი,სვანური მარილი და ცოტა ლუდი ან ღვინო,რაც ხელს უწყობს ხორცის დარბილებას და წვნიანს ხდის კუბდარს(მთლად ხინკალივით არა,მაგრამ თავის სისველე უნდა ქონდეს შიგნით).ცხვება დაბალ ცეცხლზე,რომ ცომმა არ დაასწროს ხორცს გამოცხობა.
ცომის მომრგვალების მერე ბოლომდე არ იკვრება,ცოტათI ღია რჩება და ისე ცხვება,ასე ცხობისას შიგნით წარმოქმნილი წვენი ცომს არ აზიანებს და შესაბამისად კუბდარი რბილი და ნაზი გამოდის,ხორცი არ არის საღეჭი და გაფშეკილი "
აი დავაკოპირე, წინა თემაში მქონდა ახსნილი.
volli35
ერთ პორცია შარლოტკას რა ზომის ფორმაზე აცხობ?
This post has been edited by gloneli on 28 Feb 2011, 14:48