ჩემი ბაჭია ნამცხვრების სურათი აიღეთ, რთულის ნამცხვრის გვერდით მისი ყოფნა-მკრეხელობაა
rtuliშEნი ნახელავი კულინარიაში, ჩემი ოცნების სფეროა
იყავი ცოტახნით დედაჩემი ან და
---------------------------
ახლა გუშინდელი ამბები:
მოვზილე პასკის ცომი, თავიდან ხელში სულ ტკაცუნობდა და ძალიან რბილი იყო.
ფქვილი ოთხჯერ გავცერი, გავათბე, ყველა ინგრედიენტი ოთახის ტემპერატურის იყო,
რძე თბილი.
ზელისას ხელს ზეთში ვისველებდი, მაგრამ რაღაცნაირად გამაგრდა ცომი, წევლადი კი იყო
მაგრამ ჯამს და ხელს იოლად არ ცილდებოდა.
კარაქი რომ შევაზილე, არც მაშინ იცვალა სტრუქტურა, ზუსტად 1საათი და 30 წთ ვზილე. გავთავდი.
4 საათი დავდგი გასაფუებლად, ცელოფანი დავაფარე და თბილი ადიელით დავთბუნე. არც კი დაძრულა

მერე რძე გავათბე, საფუარი გავალღვე შიგნით და ამით გადავზილე მეორედ.
ისევ 4 საათი გავაჩერე, არც ამ ჯერზე ამოვიდა ცომი.
ახლა ყალიბებში გადავიტანე, სითბოში მიდგას და უიმედოდ ველი ამოსვლას

რა გამომივა გაგაგებინებთ.
ასეთი იყო ცომი მეორედ ჩაზელის შემდეგ, რაღაც დავაკელი?