პასტიციო
500გ სქელი ხვრიტილებიანი მაკარონი
650გ გატარებული ღორის ხორცი ან შერეული
5ს/კ ზეთი
1 ხახვი
1ს/კ ტომატ პასტა
1ჩ/კ დარიჩინი(შეგიძლია არ უქნა,მაგრამ ცადე,რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოს ხორცს მაინც უხდება)
მარილი,პილპილი
ქინძი
1 ს/კ კარაქი
2 კვერცხი
1,5 ჭიქა გატარებული ყველი
ბესამელ სოს:
1ლ(4ჭიქა)ადუღებული რძე
55გ კარაქი
6 ს/კ ფქვილი
2 კვერცხი
1,5 ჭიქა გატარებული ყველი
ცოტა მარილი
ყველი ზემოდან მოსაყრელად
მოათავსებ ზეთს,ხორცს,ხახვს,ტომატ პასტას,მარილს და პილპილს ერთად ქვაბში და მოურევ ხშირად სანამ სითხე არ შეშრება.ბოლოს ამატებ ქინძს და რამოდენიმე წამში გადმოდგავ ცეცხლიდან.მოხარშე მაკარონი მარილიან წყალში და რომ მზად იქნება საწურზე გააჩერე შეშრობამდე.
მერე დაუმატე კარაქი,ათქვეფილი 2კვერცხი და ყველი.არიე ერთმანეთში.
ბესამელ სოსის მომზადება:კარაქს და ფქვილს ურევ ხელის სათქვეფით და უმატებ ცხელ რძეს.სულ ურევ შესქელებამდე(ძაან სქელიც არ გააკეთო,აი ისეთი უნდა იყოს რომ ადვილად მოასხა და არ გაგიძნელდეს).გაზიდან რომ გადმოდგავ და ცოტა გაგრილდება დაუმატე 2კვერცხი,ყველი და ცოტა მარილი,აურიე და მზად არის.(ბესამელ სოს სხვა და სხვა რეცეპტით ვაკეთებ,აი მაგალითად თუ ბოსტნეულზე ვასხავ მაშინ ქათმის ბულიონს ვურევ მეტი გემოსთვის,მაგრამ პასტიციოს ხორცი აქვს ასე რომ არ ვტვირთავ ზედმეტად).
27X27 ზომის ჟარუნაზე მოასხი ცოტა ბესამელი,დააწყვე ნახევარი მაკარონი და მოასხი 4-5ს/კ ბესამელი.მოასხი მზა ხორცი,დააწყვე დარჩენილი მაკარონი და ზემოდან მოასხი ბესამელ სოს.მოაყარე ყველი. 160-170გრადუსზე,დაახლოებით 45 წუთი. მზად რომ იქნება 30წუთი გამორთულ ღუმელში გააჩერე,მერე კი დაჭერი.რაც უფრო გრილია,მით უფრო კარგად იჭრება. enjoy..
* * *
მუსაკა
აი რეცეპტი
2 დიდი კარტოფილი (600-700გ)
1,200კგ ბადრიჯანი
1,200კგ ყაბახი
1 ნახევარი-2 ჭიქა ზეთი შესაწვავად
600გ გატარებული ღორის-საქონლის ხორცი
1 ხახვი
მარილი და პილპილი
parsley
4-5 ს/კ მშრალი წითელი ღვინო
2 ს/კ ტომატ პასტა
ცოტა სუხარის ფხვნილი
ბესამელი:
55გ კარაქი
6 ს/კ ფქვილი
1ლ(4 ჭიქა)ცხელი რძე
2 კვერცხი(შეგიძლიათ არ უქნათ)
1 კუბიკი ქათმის ბულიონი(ან ერთი ს/კ ქათმის ბულიონის ფხვნილი)
ბესამელ სოსის მომზადება:
კარაქს და ფქვილს ურევ ხელის სათქვეფით და უმატებ ცხელ რძეს+ქათმის ბულიონი(კუბიკი).სულ ურევ შესქელებამდე.გაზიდან რომ გადმოდგავ და ცოტა გაგრილდება დაუმატე 2 კვერცხი,ყველი(ყველიც გემოვნებაზეა..გამოტოვება შეიძლება) და ცოტა მარილი,აურიე და მზად არის.
გათლილ კარტოფილს,ბადრიჯანს და ყაბახს ვჭრით გრძლად,ვწვავთ ზეთში შებრაწვამდე(ბოლომდე შემწვარი არ უნდა იყოს).
საწურის ერთ მხარეს ვდებთ შემწვარ ბადრიჯანს და მეორე მხარეს ყაბახს,2-3 საათი ვაჩერებთ რომ დაიწუროს ზედმეტი ზეთისგან და ნაზად დაწოლით.
ზეთში მოვშუშოთ ხორცი,ხახვი,მერე დავუმატოთ parsley(პეტრუშკა ხომ?)და რამოდენიმე წამში ღვინო და მერე ტომატ პასტა,გახსნილი 3/4 ჭიქა წყალში.ვშუშავთ სანამ სითხეს არ შეიწოვს.
ვამზადებთ ბესამელს.
ჟარუნაზე ვაყრით ცოტა სუხრის ფხვნილს,პირველ ფენას ვდებთ კარტოფილს,შემდეგი ფენებია ნახევარი ბადრიჯანი და ყაბახი.
მოვასხავთ ცოტა ბესამელს და მერე ვაყრით ხორცის ფარშს.ისევ ვადებთ დარჩენილ ბადრიჯანს,ყაბახს და ვფარავთ ბესამელით,მოვაყრით დარჩენილ სუხრის ფხვნილს და ვდგავთ Fურნოში (170c)დაახლოებით 30-45 წუთი ან სანამ ბესამელი ოქროს ფრად შეიბრაწება
enjoy....