ხორციანი კანელონი
კრეპებისთვის:
2 კვერცხი
1/2 ჩ/ჭ მზესუმზირის ზეთი
ცოტა მარილი
500მლ რძე
200-250გ ფქვილი
ამ ყველაფერს ვთქვიფავთ მიქსერში და ვაჩერებთ მაცივარში 20წუთით.არ უნდა იყოს თხელი ან სქელი.საშუალო სისქის უნდა მივიღოთ.
შიგთავსი:
500გ შერეული გატარებული ხორცი
2ც კარტოფილი
1კონა ბატკანი ხახვი
1მწვანე ბულგარული
1ყვითელი ბულგარული
1ს/კ ზეითუნის ზეთი
მარილი
პილპილი
ზემოდან:
250გ ნაღები
300გ ყველი (ჩედარ და ა.შ.)
ვხარშავთ ფარშს(ზედმეტი ცხიმისგან განთავისუფლდეს)და ვწურავთ საწურზე.
მოხარშულ კარტოფილს გავთლით და გავაკეთებთ პიურეს.
ზეთ მოსხმულ ტაფაზე 1-2 წუთით ვშუშავთ ხახვს და ფერად ბულგარულებს.
ვამატებთ მარილს,პილპილს და ყველაფერს ერთად ვურევთ ერთმანეთში.
ვაცხობთ კრეპებს და ვადებთ შიგთავსს.გადაკეცილ მხარეს თუმუქის ფურცლის ძირზე ვათავსებთ.მოვასხამთ ნაღებს,მოვაყრით ყველს და გახურებულ ღუმელში ვაჩერებთ 20-30წუთს 180 გრადუსზე.


