ხორცის ველინგტონი
Wellington, ფენოვან ცომში გახვეული ხორცი, თევზი ან სოსისი . . ერთობ პოპულარული მთავარი კერძია.
მისი წარმოშობის დადგენა ძნელია, ანუ, ბრიტანულია, ირლანდიური თუ ფრანგული - არავინ იცის. ცნობილი, კი ბრიტანელი მეომრის, ვატერლოუს ომის გმირის სახელითაა დღეისათვის. ეს კლასიკური რეცეპტია, თუმცა, უამრავი ვარიაცია შეიძლება მოიფიქროთ.
მასალა:
1. საქონლის რბილობი -500 გრ;
2. ფენოვანი ცომი - ხორცის გასახვევად საკმარისი;
3. სოკო - 400 გრ, ხახვი - 200 გრ, სოკოს მოსათუშად;
4. მდოგვი, სასურველია მარცვლოვანი - 3 სადილის კოვზი;
5. მარილი, წითელი წიწაკა, შავი პილპილის მარცვლები, ხმელი ქინძის მარცვლები; დაფქვილი ან ახლად გახეხილი მუსკატი - ყველაფერი თითო ჩაის კოვზი.
შეწვის დრო, ჯამურად - 50 წუთი;
მომზადების დრო - 6 საათი.
მომზადება:
1. ყველა სუნელი, რომელიც მოცემულია მე-5 პუნქტში, დანაყეთ. წაუსვით ხორცს ყველა მხრიდან, ისე რომ დაფაროს (იხ. სურათი). მოათავსეთ ხორცი კულინარიულ კონტეინერში ან ცელოფანში და შედგით მაცივარში. მინიმუმ 4 საათით, სასურველია 24 საათით;
2. სუფრაზე მიტანამდე 1 საათით ადრე - სოკო და ხახვი მოთუშეთ ერთად;
3. გაახურეთ აირღუმელი 160 გრადუსამდე. ხორცი გამოდგით მაცივრიდან და რამდენიმე ხანი დატოვეთ ოთახის ტემტერატურაზე. ასევე გაალღვეთ ფენოვანი ცომიც;
4. ხორცს მოასხით ცოტა ზეთი და შეწვით ცხელ ტაფაზე ყველა მხრიდან - გვერდების შეწითლებაბდე. დაახლოებით თითო გვერდი მოითხოვს 2 წუთამდე დროს (იხ. სურათი);
5. ხორცი და სოკო შეაგრილეთ;
6. გაშალეთ ფენოვანი ცომი და დაადევით სოკო, ზემოდან ამ სოკოს დაადეთ ხორცი და ხორცს გადაუსვით მდოგვი სქელ ფენად (იხ. სურათი);
7. გადაახვიეთ ცომი. შეგიძლიათ მორთოთ სხვადასხვა ფორმის ცომით. ბოლოს წაუსვით გათქვეფილი კვერცხი და შედგით ღუმელში შუა სექციაზე (იხ. სურათი);
8. ღუმელში აანთეთ მხოლოდ ქვედა სექცია, როცა ცომი ამოიწევა, გაფუვდება და უკვე მზად არის, აანთეთ ღუმელის ზედა ნაწილიც, რომ ლამაზად დაიბრაწოს;
9. გადმოიღეთ ფართე ლანგარზე და აცალეთ შეგრილება. დაჭერით ბასრი დანით.
შენიშვნა:
1. ეს არის ფაქტიურად საქონლის ხორცის სტეიკი ფენოვან ცომში (ასეც ეძახიან ირლანდიელები). ამიტომ, ხორცის მზაობის ხარისხი დამოკიდებულია თქვენს გემოვნებაზე - კარგად შემწვარი იქნება, თუ უმი;
2. მე შეწვისას ველინგტონი დავდე სპეციალურ, კულინარიულ „კლიონკაზე“ (ამ სიტყვის თარგმანში თქვენი დახმარება მჭირდება), რომელიც არ იკრავს და არც წვენს, გამოყოფილ სითხეს იშრობს. ასე შემწვარი/გამომცხვარი ცომი კიდევ უფრო გემრიელი გამოდგა.
Beef Wellington-ის რეცეპტი სურათებში
მიმაგრებული სურათი
www.perfectcook.org -კულინარიული ინტერნეტ-გამოცემა ქართულად; ქართული და უცხოური კერძები - სურათებით; კულინარიული მოგზაურობა და პროდუქტების მიმოხილვა; კონკურსი - მრავალი პრიზით და Peppi-ის ბლოგი . . .