tikushaხო,მაცივრით აღარ უნდა ბევრი წვალება
ისე,მე იმხელა ცომი გამომდიოდა, მაცივარში არც შეეტეოდა
პურის საცხობში აპირებ მოზელას?
თუ გამოცხობას?
* * *
tikusha N.J.-ის (ისე ძაან დაგვეკარგა ეს გოგო

)
შესავლიანად დაგიკოპირებ
////////
ხაჭოს პასკა წელს პირველად გავაკეთე და უკვე გადავწყვიტე რომ ჩემი სააღდგომო მენიუს განუყრელი ნაწილი გახდება, რა თქმა უნდა , სხვადასხვა ვარიაციებით და არომატებით. გუშინ შუადღით, სახლისკენ მომავალმა 600 გრამი ხაჭო ვიყიდე და სავარაუდო რეცეპტის შემუშავებას შევუდექი. ვანილიანი თუ შოკოლადიანი? ფერადი ცუკატებით თუ ფორთოხლით? ამ ფორმაში თუ იმ ფორმაში? ამ ფიქრებში ხაჭო საწურზე გადავიტანე და დილისთვის დავგეგმე მომზადება. მაგრამ აღდგომამდე ისე ცოტა დარჩა,მე კი მინდოდა თქვენთვისაც გამეზიარებინა რეცეპტი, ამიტომ გუშინ ღამის 11 საათზე შევუდექი საქმეს. 30 წუთში ყველაფერი მზად იყო, მთელი ღამით მივაბრძანე მაცივარში და დილით ეს საოცრება დავაგემოვნე კიდეც

შოკოლადიანი ხაჭოს პასკა Directions
ინგრედიენტები
600 გ ხაჭო (მე მქონდა 9 %)
250 მლ ნაღები 35%
100 გ შავი შოკოლადი, მინიმუმ 65% კაკაოს შემცველობით
3 კვერცხის გული
150 გ შაქარი + 30 მლ წყალი
3 ჩ.კ. კაკაო, თავმობმული
მწიკვი მარილი
2 ჩ.კ. ფორთოხლის ცედრა, სავსე
ვანილი
შტოშის ჩირი, 1 მუჭა (შეგიძლიათ სხვა ჩირით შეცვალოთ, მე ეს მქონდა)
მომზადების წესი
ხაჭოს დავდოთ საწურზე და დავადოთ რაიმე სიმძიმე, რომ ზედმეტი სითხისგან დაიწუროს.
ცოტა ნაღები გავაცხელოთ და ჩავყაროთ დატეხილი შოკოლადი, ვურიოთ რომ კარგად გაიხსნას და ერთგავროვანი მასა გახდეს. გავაგრილოთ მთლიანად.
კვერცხის გულები მოვათავსოთ თასში და მსუბუქად ავთქვიფოთ მიქსერით
ხაჭო აუცილებლად საწურში უნდა გავატაროთ. ცოტ- ცოტას ჩავყრით და კოვზის დახმარებით გავსრესთ. ასე ხაჭო უფრო ერთგვაროვანი და ფუმფულა იქნება.
სანამ ხაჭოს \'\'ვცრით\'\' , ცეცხლზე სიროფი მოვამზადოთ: შაქარი და წყალი დაბალ ცეცხლზე დავდგათ და ვადუღოთ. დაახლოებით 5 წუთში ხაჭოც მზადაა და სიროფიც.
ათქვეფილ კვერცხის გულებს წვრილ ზოლად ვასხამთ მდუღარე სიროფს და თან ვთქვეფთ. მასა ნელ-ნელა უფრო ფუმფულა, მუსის კონსისტენციის გახდება და მკრთალ მოყვითალო ფერს მიიღებს. საერთოდ კვერცებს უმად ამატებენ ხოლმე, მაგრამ რადგან ეს გემრიელი დესერტი ბავშვებისთვისაც უნდა მეჭმია, ეს პასტერიზებული ვარიანტი ვამჯობინე .
კვერცხის გულები დავასხათ ხაჭოს, დავამატოთ მარილი, ფორთოხლის ცედრა, ვანილი და კარგად ავთქვიფოთ. (ამ ეტაპზევე უნდა დამემატებინა ათქვეფილი კარაქი, რომელიც მე დამავიწყდა

რადგან მის გარეშეც არაჩვეულებრივი იყო, თან უფრო მსუბუქიც, რეცეპტშიც აღარ მივუთითე, თუმცა თუ გნებავთ დაამატეთ, დაახლოებით 50-80 გრამი)
ავთქვიფოთ კარგად გაციებული ნაღები კრემის კონსისტენციამდე, ბოლოს შევურიოთ გაგრილებული გამდნარი შოკოლადი და დავაცრათ კაკაო. მიღებული შოკოლადიანი კრემი შევურიოთ ხაჭოს მასას. დავამატოთ ჩირებიც. თუ ჩირი დიდია დავჭრათ
სურვილის შემთხვევაში ცოტა ფორთოხლის ლიქიორიც შეგვიძლია დავამატოთ

ფორმაში ვაფენთ მარლის 2-3 ფენას და ვდებთ ხაჭოს. მთელი ღამით ვდებთ მაცივარში, დილით კი თეფშზე გადმოვაბრუნოთ და მარლა ფრთხილად შემოვაცალოთ.
დეკორისთვის გამოიყენეთ რაც გნებავთ, ფოტოზე თეთრი და შავი შოკოლადის ფანტელები, წვრილად დაჭრილი ჩირი და ფორთოხლის კანებია. შეგვიძლია კაკაო მოვაყაროთ ან ნაღებთან ერთად გამდნარი შოკოლადის გლაზური მოვასხათ
პ.ს. რჩევა: ნუ გამოიყენებთ 0 %-იან ხაჭოს, რაც უფრო ცხიმიანს აირჩევთ, მით უკეთესი

/////////////////////
კიდევ არის რთულის ორნაირი - ალუბლებით და ცუკატებით
და ლუტას "ფარფალინახაჭოსპასკა" შოკოლადის განაშებით და ამბებით

და ეგენიც გინდა დაგიკოპირო?
This post has been edited by nia4u on 16 Apr 2014, 12:24