ბოსტნეულის მობრაწულა-ქიში (vegetable quiche)
ცომი
1 და1/3 ჭ ფქვილი
მარილი ნახევრაი ჩ.კ.
70 გრამი მარგარინი
3 ს.კ ყინულივით ცივი წყალი
ცომი იზილება შემდგებნარად:
არავითAრ შემთხვევაშI არ გამოიყენოთ ხელი, რადგანაც ხელის სითბო ცომის კონსისტენციაზე იმოქმედებს!!!!!!!
აიღეთ თAსი და მოათAვსეთ ფქვილი, მარილი და მარგარინი, შემდეგ კოვზით და ნიჩაბით (მე სპეციალური საზელი ნიჩაბს წააგავს ისეთი მაქვს) შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი და მარგარინი, იმდენი უნდა ურიოთ რომ წვრილმარცვლოვან კონსისტენციად ჩAმოყალიბდეს....
შემდეგ დაუმატეთ ყინულივით ცივი წყალი 3 ს.კ. და ჩანგლით!!!!!! დაიწყეთ მოზელა... თავიდან მოგეჩვენებათ რომ სითხე ცოტაა, მაგრამ არ დაამატოთ!! ნელ-ნელა ცომი შეიკვრება და მოზილება სიმპათიურ გუნდად

)) შრომატევადია, მაგრამ ღირს

ეს მიპათიური გუნდა შეახვიეთ ცელობაფში და შეაბრძანეთ მაცივარში, მინიმუმ ნახევარი საათით....
ეს არის ღვეზელის ცომი, უგემრიელესი, სხვა რეცეპტებისთვისაც გამოგადგებათ!!!!
გული:
2 ჭიქა დაჭრილი ბოსტნეული (სოკო, ყაბაყი, ყვავილოვანი კომპოსტო, კანგაცლილი პომიდორი)
3 ს.კ. ფქვილი
ორეგანო, ქონდარის ღერები, შეიძლება როზმარინიც....
1 საშუალო ხახვი
2 ს.კ. კარაქი
3 კვერცხი
1 ჭ რძე
200 გრამი გახეხილი ედამარი, გაუდა, მოუხდება მოცარელაც ალბათ.... ალბათ კი არა ძალიან მოუხდება

))
რა ბოსტნეულიც გაქვთ, მე მქონდა ყვავილოვანი კომბოსტო, ყაბაყი, ქამა სოკო და პომიდორი
ეს ბოსტნეული დავკეპე წვრილად (3-4 სმ კუბიკენად), ნუ ყვავილოვანი კომბოსტო დავშალე წვრილ ყვავილებად...
ავიღე 1 საშუალო ხახვი და მოვხრაკე 2 სკ კარაქთAნ ერთად, მერე ჩავყარე ბოსტნეული და ცოტა რომ დარბილდა (ბოლომდე არ უნდა მომზადდეს, თორემ ღვეზელში ჩAიშლება და უგემური იქნება) გადმოვდგი ქვაბიდან და დავუმატე ორეგანო და ასევ 3 ტოტი ცოცხალი ქონდარ.... ალბათ როზმარინი და ბაზილიკოც მოუხდება... მარილი, პილპილი....
ბოსტნეული რომ შეგრილდა, დავუმატე 3 ს.კ ფქვილი და 200 გრამი გახეხილი ედამარი...
ცომი დავიტანე ყალიბზე (ტარტალეტკის ფორმას გავს, თუმცა დიდია, მგონი 23 სანტიმეტია დიამეტრი), ყალიბი წინასწარ კარგად გავპოხე მარგარინით... ცომი წინასწარ გავაბრყელე და ზედმეტი ლამაზად წავაჭერი.... შეიძლება ცომი გაუნრტყელებლადაც, ფორმაზე პირდაპირ "მივაძერწოთ" ლამაზად... ზედმეტ ფქვილს მოირიდებთ და უფრო ჰაეროვანი გამოვა....
ყველის, ფქვილის და ბოსტნეულის მასა დავიტანე ცომზე
ცალკე ავიღე 1 ჭ რძე (შეიძლებაა ნაღEბიც და ალბათ არაჟAნიც, მაგრამ მე არ მქონდა) და შიგნით გავთქვიფე 3 კვერცხი...
მასა მოვასხი ბოსტნეულს, ზემოდან მოვრთე დაჭრილი სოკოთი და ყაბაყის ნაჭრებით და ღვეზელი შევუძახე ჰაერღუმელშI (180 გრადუსზე გაცხელებული)
ღვეზელი ცხვებოდა დააცხლოებით 50 წუთი, რომ დარწმუნდებით რომ გამოცხვა (გულში შიძლება დანის დატაკება და ნახვა, სისველე აღAრ უნდა იყოს)
გამოვდგი ჰაერღუმელიდა, 12 წუთი დავაცადე და უპრობლემოდ გადმოვაბრძანე ლანგარზე....
სანამ ფოტოაპარატი მოვიფიქრე რომ მომეტანა და სურათი გადამეღო, ნახევარი უკვე შეჭმული ქონდათ ოჯახის წევრებს

)) ასე რომ სურათს სხვა დროს დავდებ

))
ძალიან გემირელი იწნება ალბათ ისპანახისა და ყველი ნაზავთან ან სხვა რაიმე ბოსტნეულთAნ ერთადაც... ყვავილოვანი კი მოუხდა, ალბათ ბროკოლით უფრო გემრიელი იქნება... შეიძლებ გაყინული ბოსტნეულითაც მომზადდეს...