გუშინ პიცა გავაკეთე მარგარიტა და თინუსით....
ცომი:
1 და 1/3 ჭ თვილ წყალში გავხსენი 1 პატარა პაკეტი საფუარი (პოპულში ვიყიდე, ჰოლამდიური საფუარი, სადღაც 3 კოვზი იყო და ეწერა 500 გრამ ფქვილზეა გათვალისწინებულიო, ნუ იმდენი აიღეთ საფუარი 500 გრ ფქვილს რომ ეყოს), საფუარი გააჩერეთ 5 წუთი ან ისე როგორც მომზადების წესია .... ჩემს საფუარს ეწერა რომ დაცდა არ უნდაო....
500 გრამ ფქვილს გადავურიე ნახევარი ჩ.კ. მარილი
ჩავასხნი საფუარიანი წყალი და დავამატე 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი....
მოვზილე ცომის გუნდა და მოვათAვსე ლანგარზე....
იმისთვის რომ ცომი არ საკდეს, მთელ სიგრძე-სიგანაზე ჩავჭერი ნახევრამდე და ნაპრალშიც ცოტა ზიეთუნი ჩავასხი... ჩაის ტილო გადავაფარე და დავდგი თბილ ადგილას 2 საათით...
ცომი ორ დიდ ან სამ საშUალო ზომის პიცას ეყოფა, მე დიდები გავაკეთე....
სოუსი
გუდვილში იყიდება ბოთლით დენტამაროს ტომატი... მარტო ტომატის პიურეა დანამატების გარეშე და უგემრიელესია სპაგეტისთვის და სპუსებისთვის
ავიღე 200 გრამი ეს პიურე, დავუმათე 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი, ცოტა ორეგანო, როზმარინი, თეთრი პილპილი და მარილი.... წამოვადუღე....
პიცის აწყობა, მარგარიტა....
სანამ ცომი ამოვიდოდა, გავიქეცი მაღაზიაში მოცარელას საყდლად, ნუ რძეში შენახულ მოცარელას არ ველოდი, მაგრამ ასეთ დღEში თუ ვიყავით არ მეგონა....
ჯერ სახლთან შევირბინე პოპულში (საბურთალოზე).... გამყოდველმა გვაქვს მოცარელაო და დიდი ძებნის მერე გამომიძრო ნაჭერი პარკში დაფასოებუკლი, დავხედე ჰოლანდიური ყველი აწერია... მოცარელა მინდა მეთქი.... ესააო, კოდი მოცარელასი აქვსო...
დავგოიმდი
მოვიტანე სახლში და გავხსენი და მოყვითAლო ფერი რომ დავინახე ეგრევე მივხვდი რომ მაგარი დამაგოიმეს

) გაშინჯვაც არ ჭირდებოდა....გემოთიც არ იყო მოცარელა....
შმოვირბინე ნახცევარი საბურთAლო და ბოლოს პავლოვზე რომ პოპული XLია იქ მივაგენი... დიდ ორთხკუთხედ ბრიკეთში იყო და წავიკითხე, მოცარელა ეწერა... მოვაჭრევინე 300 გრამი და წამოვედი კამყოფილი....
სახლშI მოვედი და გავუშინჯე გემო.... ნუ რაც აქამდე თბილისში მოცარელა მიყიდია, ყველა გაბრიგინებულ-გაფშიკინებული ყოფილა, რძეში შენახულს არც ველოდი, მაგრამ ნუ პიცისთვის წავა მეთქი და თAნ სხვა რა გზა გაქვს, როდესაც ინგრედიენტების შეიმშიალია.... გემო ქონდა სასწაული, ყველაფერი მოცარელას გარდა..... წააგავდა ედამარს მაგრამ ისიც ცუდ ვარიანტს.... არა და ფაქტია, რომ რასაც ჩამოაჭრეს, ზედ მოცარელა ეწერა და ფერიც თითქოსდა მოცარელასი ქონდა.... მოკლედ საქართველოში საუკეთესო მოცარელა გუდვილში იყიდება, ისიც "პადოშივითაა" და ოდნავ გადაკრავს მოცარელას არომატი, პოპულში რასაც მოცარელად ასაღებენ კარცმა არ იცის რა არის.....
რაღA უნდა მექნა და რაც მქონდა იმითი გავედი იოლას

მარგარიტა:
პიცის ცომი გავანრტყელე თხლად, სქელი პიცა არ მიყვარს.... ძირითAდად ხელში ვატრიალე და ვწელე, ასე უფრო გემრიელი და ჰაეროვანი ცომი გამოდის
მოვათAვსე ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე (წინასწარ ზეთი გადავუსვი)
ზედ წავუსვი ნახევარი სოუსი, რომლის მომზადებაც ზემოტ დავწერე...
ასევე ორი საშუალო კანგაცლილი პომიდორი თხლად დაჭრილი გავანაწილე დავალაგე მოცარელას ნაჭრები, მოვაყარე ცოტა ორეგანო და დავაყარე შაშკულავის ფოთლები (შემოვიდა უკვე და ნაზია ჯერ, კარგია ვისაც ბაზილიკო უყვარს კერძებში)
ცოტა მარილი და პილპილი
გავაქანე ჰაერღუმეში და გამოცხვა სადღაც 15იოდე წუთში.... ჰო, რომ გამოვღე გამომცხვარს ცოტა გახეხილი პარმიჯანო დავაყარე, პარმიჯანო რეჯიანოს ნაჭრები იყიდება გუდვილში და ნორმალური გემო აქვს....
უგემრიელესი გამოვიდა ხრატუნა
პიცა თინუსით...
ცომზე ისევ მომზადებული სოუსი გადავუსვი და დავალაგე დაკონსერვებული თინუსის ნაჭრები (იყიდება თინუსი თავისსავე წვენში)... დავალაგე დაჭრილი სოკო (შემორჩენილი მქონდა 4 ცალი ქამა სოკო მაცივარში)
ცოტა ზეთისხილი დავაჭერი, ასევე ცოტა კაპერსები დავალაგე (შინჰოფერში იყიდება, გუდვიოლზე იაფია)
მოვაყარე ორეგანო, შაშკულავის ფურცლები, პარმიზანი და ცოტა დაჭრილი ცოცხალი ქონდარი (ეგეც შემთხვევით აღმომაჩნდა)
ესეც ძალიან გემრიელი გამოვდა

) თხელი, სურნელოვანი და ხრატუნა.... მნიამ

)
სალათიც მოვამზადე სალათის ფურცლებით, კიტრით პოპმიდვრით, შაშკულავის ფუცლებით, ზეითუნით და ცოტა ბალზამიკოთი...
ძალიან მოუხდა ყველაფერი ერთმანეთს....
ერთი რაღAც მაკლდა, ძალიან მიყვარს წითელ წიწაკაზე დაყენებული ზეითუნი, პიცერიებში მოაქვთ ხშირად და სად იყიდება ხომ არ იცით? ან როგორ გავაკეთო? ვიფიქრე ზეითუნში წიწაკას ჩავყრი და ცოტა ხანს გავაჩერებ მეთქი, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული რომ ის გამოვა რაც მინდ ან ვაფშე რამე თუ გამოვა

))
აბა გამოცდილო კულინარებო, მირჩიეთ რამე

)) ნუ მაღAზია მაინც მიმასწავლეთ, ჩემს ნაცნობ მარკეტებში არ მინახავს..... ჯირჯიტაში ვნახე სხვადასხვა სანელებლებზე დაყენებული ზეითუნი, მაგრამ წიწაკიანი არ ქონდათ და რაც ქონდათ ისეთი ძვირი იყო რომ ვერ გავეკარე

((