ჰო, მეც მასე მითხრეს, ძალიან გემრიელებია, ის მწვანე სოუსიანი ხორცის ნაჭრები გაგისინჯავთ? რა არის? შემდეგში მაგის დატესტვას ვაპირებ.
შოკოლადის ტორტის რეცეპტს ვწერ (ფოტოებით მინდოდა, მაგრამ ჩემმა სტუმარმა - ვერაო

დავირუსებული ყოფილა ჩემი ციფრულიო), მაპატიოს ავტორმა, მისი მითითების გარეშე მაქვს ამოკოპებული და ვერ მივაწერ ვისია.
" შოკოლადის ტორტი
ბისკვიტი:120გრ.დატეხილი შიკოლადი,1/3ჭ კაკაო, 240მლ მდუღარე წყალი, 2 1/4ჭ ფქვილი(300გრ დაახ.),2ჩკ.გამაფხვიერებელი,1ჩკ.სოდა,1/4 ჩკ მარილი,225გრ ოთახის ტემპერატურის კარაქი,2ჭ შაქარი,3კვერცხი,2ჩკ ვანილი,240 მლ რძე.
მომზადება:ფქვილი+სოდა+გამაფხვიერებელი- გადაურიოთ ერტმანეთში.
კაკაო+ დატეხილი შოკოლადი+მდუღარე გადაურიოთ ერთგვაროვნებამდე.
გავთქვიფოთ კარაქი+ შაქარი,კრემივით ვაქციოთ.დაუმატოთ თითო თითო კვერცხი,ვანილი,შოკოლადიანი მასა.გადაურიოთ.ფქვილი და რძე შეურიოდ პორციებად.ანუ ფქვილი ცოტა,გადაურევთ,მერე ნახევარი რძე,ისევ ფქვილი,რძე,და ბოლოს დარჩენილი ფქვილი.გამოვაცხოთ 26სმ იან ყალიბში.(ქაღალდის ჩაფენა უნდა.გასახსნელ ფორმიანს განსაკუთრებით-ჟონავს)საშუალო სიმხურვალეზე მზაობამდე.ჩხირით გავსინჯოთ. რომ გამოვიღებთ 10 წუთი გაცივდეს ფორმაში და მერე ამოვიღოთ ბისკვიტი.
დაკრემვამდე კარგად უნდა გაცივდეს 6-8საათი.რომ ჩამოყალიბდეს ბისკვიტი."
ზუსტად ამ წესების დაცვით გამოვაცხვე, არაფერი შემიცვლია.
სტანდარტულ რეცეპტში გამოყენებული იყო სუფლე, მე გავაკეთე ნაღების კრემი - 1.5 ჭიქა 35%-იანი "პარმალატი" გავთქვიფე, დავამატე შაქრის პუდრა დაახლოებით 2/3 ჩ. ჭ., 3 სუფრის კოვზი საცერში გატარებული ხაჭო. მართალი ხართ, "ტირამისუსთვისაც" გამომიყენებია ეს კრემი, მაგრამ იქ ქობულეთურ არაჟანსაც ვამატებ ხოლმე, ამჯერად მხოლოდ ხაჭოთი გავაკეთე.
დანარჩენი - სტანდარტულად - გავჭერი ბისკვიტი, ერთი ფენა ბისკვიტი+კრემი+მარწყვი+კრემი+მეორე ფენა. ზემოდან მე მინანქარი გამოვიყენე, შეიძლება კრემით მორთვაც. მნიშვნელოვანია, რომ რამოდენიმე საათით გაჩერება მოასწროს ტორტმა, დღეს "ასკოლკები" ისეთი გემრიელი იყო... კიდევ ვაპირებ გამეორებას, სუფლეთიც მაინტერესებს.