აზუ:

ორიგინალი იდეა მომდინარეობდა აქედან:
http://v-mikrovolnovke.ru/azu-iz-govyadiny...gurchikami.htmlთუმცა ჩემ ინტერპრეტაციაში ესეთია:
4 ცალი კართოფილი (~500 გრამი)
დავჭერი კამათლის ზომის კუბიკებად, ჩავდე ფაიფურის ქვაბში, დავასხი 150 გრამი თბილი წყალი
შევდგი მიკროტალღურში, ჩავრთე 1000 ვატზე, 5 წუთის პერიოდით
ცალკე ჯამში ჩავდე 400 გრამი საქონლის ფარში (უცხიმო) დავამატე პილპილი, ბევრი ზაფრანა, ნივრის ფხვნილი, პილპილი, მარილი
რომ ავურიე დავამატე ერთი დიდი კუბიკებად დაჭრილი ხახვი
მიკროტალღუდმა რო მორჩა პირველი ეტაპი კართოფილებს დავადე ეს ბოლოს გაკეთებული ფარში სანელებლებით, ერთ ფენად, ჩავრთე ისევ 1000 ვატი 5 წუთით
ამასობაში ცალკე ჯამში ავურიე:
ნახევარზე ცოტა მეტი ჭიქა ტომატი, ბულგარული, მწვანილები, პილპილი, 5 პილპილის ბურთულა, ორი დაფნის ფოთოლი, ცოტა ნივრის ფხვნილი, 5 ცალი კამათლის ზომის დაჭრილი სახლში გაკეთებული კიტრის მწნილი (ეს მთავარი ინგრედიენტია! რაც უფრო კაია მით უკეთესი საბოლოო კერძისთვის), 8 ცალი ნახევრად გაჭრილი დაკონსერვებული სოკო, ცოტა მარილი, ხმელი სუნელი (რავი რათ უნდოდა არ ვიცი მაგრამ აშკარად მოუხდა!

)
ახლა რომ გამოვიდა მეორე ეტაპი მიკროტალღურიდან, გამოვდგი ფაიფურის ქვაბი, კოვზით დავჭერი გამომცხვარი ფარში - ყველაფერი კარგად ავურიე და დავასხი ბოლოს გაკეთებული შენაზავი,
შევდგი 800 ვატი 10 წუთი
რომ გავიდა 10 წუთი მოვურიე და ისევ 8 წუთით 800 ვატზე შევდგი
ხოდა მაგარი რამე გამოვიდააა ხუმრობის გარეშე

ეს კი ჩემი ფირმენი დილის ბუტერბროდები ამჯერად
რძით, ტემიანით, მოცარელით, ძეხვით, და კვერცხის გარეშე

This post has been edited by Kirchi on 9 Jul 2011, 15:16