lineikaძაან მარტივი და უგემრიელესი რეცეპტი, "კლასიკური"ტირამისუ
კრემი:
6 კვერცხის გულს დაამატეთ 1 ჩჭ შაქარი და გათქვიფეთ, შემოდგით ორთქლის აბაზანაზე (მე ქვაბში ვადუღებ წყალს და ისე ვაკეთებ აბაზანას, არ მაქვს სპეციალური მოწყობილობა) აუცილელად ურიეთ რომ კვერცხი არ გადაიხარშოს... როდესაც გოგლი–მოგლი კონსისტენციას შეიცვლის (ჩასქელდება და სულს რომ ჩაუბერავ ლამაზი ღრმული უნდა გაკეთდეს, ვარდს წააგავს)
გადმოდგავ აბაზანიდან.... ნუ კარგი ცხელი უნდა იყოს და არც გადახარშული, თორემ ერბო–კვერცხს მიიღებ.... დაცადე გაგრილება
შემდეგ ადთქვიფეთ 200 გრამი ნაღები მეორე ჯამში
მესამე ჯამში ათქვიფე კვერცხის ცილა
კვერცხის გული რომ გაგრილდება, დაუმატეთ 500 გრამი მასკარპონე, ათქვეფილი ნაღები და ბოლოს ათქვეფილი ცილა, ამასთან ერთად ცოტა ვანილი და სურვილის შემთხვევაშ ცოტა ამარეტო (მე არ ვუმატებ)
აიღეთ "ლედი ფინგერსი" ანუ სპეციალური გალეტები, რომელიც იყიდება პოპულშიც და გუდვილშიც.
ამ რეცეპტისთვის უპრიანია ერთი დიდი ან 2 პატარა შეკვრა...
ცალკე მოამზადე 2 მოზრდილი ჭიქა ესპრესო და დაუმატე ცოტა ამარეტო (შიძლება კონიაკიც)
გალეტები ამოავლე ესპრესოსა და ამარეტოს ნაზავში და მოათვსე ჭირჭელში, ძირი რომ დაიფარება წაუსვი ნახევარი კრემი და მერე მეორე ფენა კრემი ესპრესოში დამლბალი გალეტები დაალაგე... შემდეგ ისევ კრემი...
მოათვსე მაცივარში 3–4 საათით, შეიძლება მეტი ხნითაც...
სანამ მიირთმევთ, მოაყარეთ კაკაო.....
შეიძლება ფენებს შორის ხილის გარევაც, მაგრამ მე არ მიყვარს.... უგემრიელესი რეცეპტია....
აბა წარმატებები