აი აქ ნახე და აირჩიე:
ზღვის პროდუქტები, თევზეულიზღვის პროდუქტები, თევზეულიზღვის პროდუქტები, თევზეულიდა ეს:
მთავარია 2 ინგრედიენტი: ზეითუნის ზეთი და ალუმინის ფოლგა.
მე მაგალითად, თუ მინდა ზღაპარი კერძი მივიღო, გალღვობილი ორაგულსგან ამოვიღებ ფილეს (სუკს), შევახვევ ფოლგაში, შიგ ჩავაწვეთავ ზეითუნის ზეთს, ლიმონის ნაჭერს ჩავდებ/ჩავაჭრი + ცოტა შავ პილპილს (კიდევ სხვა რამეების დამატებაც მოსულა, გააჩნია რა გიყვარს, მაგალითად - ყვავილოვანი კომბოსტო) და ამ შეხვეულ ორაგულს უკვე მაგრა ცხელ დუხოვკაში შევდებ, 15, მაქსიმუმ - 20 წუთით....
რომ გადმოვიღებ, ზედ დავასხამ მაგ მომენტისთვის უკვე გამზადებულ შამპინიონის ჟულიენს.......
ხოდა აწი მიხვდი შენ თვითონ, თუ გვერდით შემოუწყობ მოხარშულ კარტოფილს, იმასაც ზეითუნის ზეთში და კამას დავაყრი, რა გამოვა..........
აი მაგას კი მოუხდება თეთრი კონდოლური
მთავარი, რითაც ორაგული კეტასგან გაირჩევა (ვიზუალურად, თორემ გემოთი გეცოდინება, რომ უფსკრულია) არის ორაგულის წითელი, ან ვარდისფერი ფერი.
ისე, ორაგული უცნაური თევზია... რაც უფრო დიდია (ბებერია), მით უფრო გემრიელია, აი როგორც ლოქო...
ამ დროს ბუნებაში ყველაფერი ქორფა უფრო გმრიელია, კიტრით დაწყებული, იმით, შენ რომ იცი, დამთავრებული
(Johnnie Walker)
ან ეს:
ოკ, თეთრი ღვინო ძირითადად საპკურებელი და სავლებია ორაგულისთვის, ანუ
1. ან ვწვავთ ზეითუნის ზეთში (უფრო ვბრაწავთ) და ვასხამთ კარგ მშრალ ღვინოს ტაფაზევე, სასურველია შარდონეს ჟიშისგან (შაბლი მთლად უკეთესი, ე.წ. კაჟის ტონებიანი) ან მოზელის რისლინგი, მერე უკვე მორთვის და ა.შ. ამბავია. (ფოლგა-ფოთოლშიც შეიძლება, უბრალოდ განაყინს მანდ სოკო მოუხდება ფოლგაშივე).
2. ზეთისა და თეთრი ღვინის, ლიმნის წვენისა და საკმაზების სოუსში აბასტურმებ ორაგულს, მერე წვავ და კარტოფილის ან მშრალი სოკოს გარნირით რთავ (ნაბასტურმალის გამოყენებას არ აქვს სამზღვარი).
ჯერ ესა, წითელი ღვინითაც დავპოსტავ
* * *
3. რთულ ბაჟეზე რო არაფერი ვთქვათ, მარტივ, ნივრიან-მაიონეზიან (არაჟნიან) საწებელშიც მაგარია. ოღონდ აქ უკვე მთლიანად ღვინოში უნდა იყოს მოხარშული ორაგული. ამ შემთხვევაში მთელი 0.75 ბოთლი დაგვჭირდება (მამენტ თუ დაგეზარებათ, ეგეთი სსოუს-ბაჟის გარეშეც იჭმება, დაფნის ფოთოლი, კაკალი და მიდი).
(gabarzgaleba)