vikovikoმივითხოვთ რეცეპტი დაიდოს!!!!
* * *
pisopisoცოტა ხნის წინ დავწერე მაგრამ გავიმეორებ

ინგრედიენტები:
კვერცხი5
მასკარპონე 500გრ
200 გრ ასათქვეფი ნაღები
შაქარი 1 ჭ
ვანილი
გალეტები "ლედი ფინგერს" (იყიდება გულვილი, პოპული) 48 ცალი არის ერთ მოზრდილ შკვრაში
200 გრ ჭიქა ესპრესო (ან ხსნადი ყავა)
ამარეტო
კაკაო
კრემი:
5 კვერცხის გული და შაქარი შეურიეთ და მოამზადეთ გოგლი-მოგლი. მერე ორთქლის აბაზანაზე მოათAვსეთ და ურიეთ, ძალიან არ გადაგეხარშოთ თორემ ერბოკვერცხი გამოგივათ... დაახლოები 7 წუთი უნდა რიმ კვერცხი მომზადდეს და უსაფრთხო გახდეს, თუ კვერცხის ხარისხში დარწმუნებული ხართ, შეიძლება უმი გოგლიმოგლიც გამოიყენოთ...
გული დადგით და გააგრილეთ
ამასობაში ათქვიფეთ 200 გრ ნაღები
ცალკე დარჩენილი ცილა
გული რომ გაგრილდება შეურიეტ მასკარპონე, ნაღები და ცილა, ასევე ცოტა ვიანილი
ჯამში ჩაასხით ყავა და დაუმატეთ ამარეტო, თუ არ გაქვთ, შეიძლება კონიაკიც...
გალეტები გახსენით, გალეტები სათითაოდ ამოავლეთ ყავისა და ამარეტოს ნაზავში და მოათავსეთ ჭურჭელში. დაახლოებით 24 ცალით დაფარავთ საშუალო სისდიდის ჩაღრმავებულ ჭურჭელს, მე შუშის ლანგარი მაქვს რომელიც ცხობისთვისაც გამოდგება და მას ვხმარობ ტირამისუსთვის...
მოკლედ გალეტების პირველ ფენას წაუსვით კრემი და მეორე რიგისც ასევე ყავა-ამარეტოში ამვლებულებით შეავსეთ და დარჩემილი კრემიც დაადეთ ზემოდან...
შედგით მაცივარში რამდენიმე საათით...
სანამ დაჭრით და სტუმრებს მიართმევთ ან თავად მიიღთმევთ, მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი
* * *