ესეც ჩემი აჩმის რეცეპტი:
8 კვერცხი, 1/2 სუფრის კოვზი მარილისა და ფქვილისგან მოვზილოთ ცომი. ცომი უნდა იყოს რბილი, რომ ხელზე არ მიგვეკროს. ვზილოთ დიდხანს. ცომის მზად ყოფნა ისინჯება შემდეგნაირად, დანით ჩავჭრით, თუ ფორებივით ექნება, ესე იგი ეყოფა ზელა.
ცომი გავყოთ 8 ნაწილად (1 ნაწილი მათ შორის შედარებით დიდი უნდა იყოს აჩმის ზედა ფენისათვის), გავაკეთოთ გუნდები და თითოეული გავიყვანოთ სინის დონეზე. (აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ აჩმას ვამზადებთ სინებზე და არა ჟარუნაზე, ვიყენებთ ორ სინს).
ცალკე გავადნოთ 400 გრ კარაქი.
დავხეხოთ ან დავჭყლიტოთ (მე ეს უკანასკნელი მირჩევნია) 1 კგ ყველი.
მდუღარე წყალში (წყალი + 1/2 სუფრის კოვზი მარილი + 1 ს/კ კარაქი) მოვხარშოთ თითოეული ცომის ფენა შემდეგნაირად: ჩავდოთ წყალში ისე,რომ არ მიეკროს ერთმანეთს, შემდეგ ამოვიღოთ ,,ტრუშლაგით", გავავლოთ ცივ წყალში და დავაფინოთ სინზე (უნდა იყოს ნაოჭებით). თითოეულ ფენას მოვასხათ კოვზით გამდნარი კარაქი. მეოთხე ფენას კი მოვაყაროთ ყველი.
ზედა ფენა, რომელიც დიდია, დავაფინოთ ისე, რომ გვერდები შემოვუკეცოთ ქვევით. ზედა ფენაც უნდა მოიხარშოს. დავასხათ დარჩენილი კარაქი.
შევწვათ ზევიდან დაბალ ცეცხლზე, სინი ნელ-ნელა ვატრიალოთ და ყველა ნაწილი შეიწვება (დანის წვერის მეშვეობით აწევით ვნახავთ შეიწვა თუ არა). შემდეგ დავახუროთ მეორე სინი და თავს ზევით ამოვატრიალოთ. შევწვათ იგივე მეთოდით მეორე მხარეც.
ასეთი აჩმა გამოდის უფრო რბილი და გემრიელი.
არ ვიცი, რამდენად შევძელი რეცეპტის ჩამოყალიბება გასაგებად

.

ეს სურათი კომპიუტერში აღმოვაჩინე, ადრე გადაღებულია მობილურით და შეცხელებული. ორიგინალს კი შვებულებიე შემდეგ, ცოტა რომ აგრილდება, გადავუღებ და ავტვირთავ.
სინები თუ დაგაინტერესებთ, როგორს ვიყენებ, სახლში რომ მივალ გადავუღებ სურათს.
This post has been edited by cqnafo77 on 3 Aug 2011, 15:15