gloneliესეიგი დავიწყე, ბევრი უნდა ვწერო მგონი : ))
ზუსტად რეცეპტის მიხედვით არ გამიკეთებია, თან უამრავი ვიდეო ვნახე და ყველა სხვადასხვანაირად აკეთებს.
დეტალებია შეცვლილი, ეტყობა ვის როგორც ეხერხება

ბოლოს მაინც გემრიელი გამოდის და

)
ხოოდა მეც ცოტა ჩემებურად შევამოკლე მივაკელ-მოვაკელ-მიუმატე

მანდ წერია ბეკონი და საქონლის ხორცი, მე გორის ხორცის ცოტა ცხიმიანი ნაჭრები ვიყიდე და საქონლის ხორცი ნახევარი კილო.
ღორის ხორცი ცოტახანს მოვხარშე, საქონლის ხორციც უნდა მომეხარშა ბოლოს მივხვდი იმიტომ რომ ცოტა დიდხანს მომიწია მერე გაჩერება ღუმელში.
მოხაშრული ღორის ხორცი გავამშრალე ხელსახოცით, შეიძლება ჩაის ტილოც გამოიყენოთ. მშრალი უნდა იყოს რომ თანამრად დაიბრაწოს ცხელ ზეითუნის ზეთიან ტაფაზე,
ასევე დავბრაწე დაჭრილი, გამშრალებული საქონლის ხორცი. ოღონდ მარტო გარედან უნდა შეიფეროს ყავისფრად, მაღალ ცეცხლზე, დიდხანს არ უნდა. დაბრაწვის დროს ორივე მხარეს მოვაყარე მარილი და პილპილი.
ტაფაზე დარჩენილი ზეთს და ცოტა მიკრულ ხორცის ნამცეცებს ოდნავ წითელი ღვინო დავასხი და აურიე, მოვფხიკე ხის კოვზით. დაუმატე დაჭრილი ხახვი ერთი ორი წუთის შემდეგ
დაჭრილი სტაფილო. (ზომები მეთვითონ გავანაწილე. რა როგორ მიყვარს

არ მიყვარს ბევრი ხახვი Boeuf Bourguignon-ს მთელ-მთელი ხახვები უნდა რაც არ მეპიტნავა, მაინც არ შევჭამდი იმ ხახვებს და არ ვუქენი) თავზე დავახურე და 3-4 წუთი ვაცალე, გადავიღე ქვაბში რომელშიც ბოლომდე უნდა მომზადდეს და დავამატე დაბრაწული ხორცებიიი (ხორცი ჩემი სისუსტეა და სიტყვა ხოოორცს სიყვარულით ვამბობ და ვწერ ხოლმე : )))) ) მოვაყარე მარილი, პილპილი და ორი კოვზი ფქვილი, ავურიე და შევდგი ღუმელში 5 წუთით. (ფქვილი სისქესთვის უნდა) დაჩვრეტილი მწვანე წიწაკა დავადე, რაც რეცეპტში არ წერია მაგრამ მე მწარე მიყვარს ყველაფერი : )) (ხო, ღორის ხორცის ნახარში არ გადავასხი გადავწურე, ვიფიქრე დამჭირდება ღვინო თუ არ მეყოთქო) დავასხი ღვინო (სახლის წითელი ღვინო გამოვიყენე) ერთი კოვზი პამიდვრის ტომატი, ღორის ხორცის ნახარში, ისე რომ ცოტა დაიფაროს, ღვინოც არ უნდა ბევრი. მწვანილები ოხრახუში, ქონდარი და ნიახური ძაფით შევკარი და ისე ჩავდე, დავაჭერი რამდნეიმეცალი ნიორი, ერთიცალი დაფნის ფოთოლი, პატარა ფორთოხლის კანი, მანდარინის კანიც ჩავდე და შევდგი ღუმელში. მგონი არაფერი დამვიწყებია... დრო დავინიშნე წიკ-ტაკ წიკ-ტაკ... ავიღე ორიცალი ხახვი და რადგან ის მთელ-მთელი ხახვები არ მინდოდა, ეს ორი ხახვი 6-ად დავჭერი და კარაქიან და ზეითუნის ზეთიან ტაფაზე დავბრაწე, ცოტა დაიშალა მაგრამ არ იგრძნობოდა, არ ხრაშუნობდა ბოლოს, რაც არ მიყვარს

როცა შეიბრაწა ხახვი, დავასხი ცოტა ღვინო დავადე დაფნის ფოთოლი, პილპილი და დავახურე თავზე, სანამ ღვინო თითქმის არ დაიშრო. გადავიღე თეფშზე და გადავდე. თითქმის იგივენაირად გავაკეთე სოკო, ოღონდ ღვინის გარეშე. მარტო პილპილი დავაყარე და კარაქიან და ზეთიან ტაფაზე დავბრაწე. ამასობაში... არა ამასობაში არა, კიდე მომიწია ლოდინი სანამ ერთი საათი არ გავიდა. გამოვიღე ქვაბი გადავწურე ნახევარი წვენი და კიდევ დავამატე ცოტა ფქვილი, რომ შესქელებულიყო, კარგად გავხსენი წვენში ფქვილი და უკან დავასხი. დავამატე სოკო, ღვინიანი ხახვი. წვენი უნდა გასინჯო რომ გაიგო მარილი უნდა თუ არა კიდე, უნდოდა

შევდგი კიდევ ერთი საათით. სანამ თუხთუხებდა ღუმელში, მოვხარშე კარტოფილი. გარნირად უხდებაო

ზომიდან გამომდინარე, ზოგი სამად გავჭერი, ზოგი ორად და ისე მოვხარშე. ბოლოს უკვე წუთებს ვითვლიდი და კუჭი მიკაკუნებდა სინდისიც კარგი საქონელიაო ამდენს რას აკეთებ მოვკვდიო! ისეთი გემრიელი ოხშივარი ამოვარდა რომ გამოვიღე, კინაღამ გული წამივიდა! თეფშზე ლამაზად დავალაგე კარტოფილები და დავასხი Boeuf Bourguignon-ი. დარჩენილი ღვინო ჭიქაში დავისხი და კერძს მივაყოლე. Bon Appétit ! ! !
* * *
ვაიმე რამდენი მიწერია.. უკაცრავად