ცუკატი
ცუკატ-ი [პოლონ. cukata < cukier შაქარი] - დაშაქრული ხილი ან დაშაქრული კანი, ქერქი ციტრუსების, საზამთროსი, ნესვის.
ფორთოხლის ცუკატი
ფორთოხალი- 5 ც
შაქარი -300 გრ
წყალი -200 გრ
ფორთოხლის კანი დავჭრათ 1 სმ ნაჭრებად. დავასხათ წყალი მოვადუღოთ 15 წთ. დავუმატოთ შაქარი ვხარშოთ კიდევ 30 წთ.
გავაცივოთ და კიდევ მოვხარშოთ მანამ სანამ, ქერქი არ დარბილდება და გამჭვირვალე არ გახდება.
გადმოვყაროთ საწურზე, დავწრიტოთ წყლისგან. დავყაროთ სინზე მოვაყაროთ შაქარი და 2 დღე გავაშროთ ჰაერზე.
შევინახოთ შუშის ქილაში 6 თვე.

აბა ვის როგორი რეცეპტები გაქვთ ცუკატების მოსამზადებლაად ?!
This post has been edited by nizza 08 on 29 Oct 2011, 14:48