მოკლედ, ასეა თუ ისე, ხვალ ძველით ახალი წელია, და მთავრდება ჩემი არდადეგები და მიუხედავად იმისა, რომ ვეცადე დღეს ვინმე შემომეტყუებინა სახლში და გამესინჯებინა ჩემი პერსონალური Dior, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ვერ შევძელი, ხოდ ადავასკვენი "what the hell?" ავდგები ჩემთვის გავაკეთებ მეთქი, ავდექი და გავაკეთე, თორემ, გერმანელები არ იმსახურებენ ჯერ-ჯერობით ასეთებს

აი აპრილში პარიზი უკვე სხვაა, იქ ვნახოთ

ჰოდა, მოკლედ, გამოვაცხვე შოკოლადის ნამცხვარი, შავი მთლიანად, ოდნავ მწარე გემოთი, შიგნით, მსხვილ-მსხვილი ჩატეხილი შოკოლადებით, მერე გავაკეთე მინანწარი, ოღონდ არანაირი პროპორციის ან კანონზომიერების დაცვით, ძალიან აჯანყებული ვიყავი

თან ჩემი ოთახიდან "Midnight in Paris" soundtrack-ების ხმა ისმოდა და ამ ფონზე ისე გავერთე 3ჯერ მეტი მინანქარი "შემომეხარშა", ვიდრე სჭირდებოდა (ისე, ეს მე დავასკვენი რომ სჭირდებოდა, თორემ იმ ჩემმა ფრანგმა სილვიამ, ვისი სახელიც ამ ნამცხვარს დავარქვი მინანქარი სულ არ იცოდა, ალბათ...) (ან, იცოდა

)...
მოკლედ, ვასხი და ვასხი ეს მინანქარი, თან, გზაშივე შრებოდა გაცივებისას და მერე ვიფიქრე, რამე დამეწერა, და დავაწერე ეს Dior, რომელიც დღეს ჩემი შთაგონების წყარო იყო, იმდენჯერ ვუყურე მათ ახალ "Love in Portofino"-ს

)
ჰოდა ეს არის ისტორია ჩემი Dior-ის, მარტო დედაჩემმა ჭამა, დანარჩენებმა მომწერეს, ხვალ მოვალთ და შეგვინახეო... ბევრს ვერაფერს შევპირდები, თუ გავითვალისწინებთ დედაჩემის ლოგიკას ::
15 წთ.-ის წინ: - ეს ნამცხვარი მეჭყანება და უნდა გავჭრა...
12 წუთის წინ: - კიდევ იჭყანება, მეორე ნაჭერიც უნდა მოვაჭრა...
10 წუთის წინ: - ღმერთი სამობითაა...
5 წუთის წინ: - ეს ხო წესით მარტო 2 კაცისთვისაა (არადა 4სთვისაა)...
ეხლა: - ვათვალიერებ ფბ-ს... მაცალეთ!..
5 წუთის მერე: - აბა რა არის ეხლა ამის დატოვება...
მოკლედ, არ ვიც, ეს არც Dior Homme არის და არც Miss Dior და მგონი არც Dior J'adore არ არის, ალბათ, უფრო იმიტომ, რომ მგონი უკვე სულ შეჭამეს და ფიზიკურად, მართლა აღარ არის

))
ვოლლი, შენ რომ არა, ვინ წამაქეზებდა შედი და დაწერე ფორუმზეო

მარტში რომ ჩამოვალ ერთი Victoria's Secret თავისი Vanilla Sky Cocktail-ზე გეპატიჟები